დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ფეისბუქ-პოსტი
"არ თქვა, რომ გინახავს, როგორ ცხოვრობენ ღარიბები, რადგან არასოდეს ყოფილხარ ბანგლადეშში"
2016/11/03 10:47:31

 

საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ჟურნალისტი და მწერალი ლელა ლაშხი  https://www.facebook.com/leluka.lashkhi/photos?source_ref=pb_friends_tl   თავის ფეისბუქგვერდზე ამაღელვებელ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც ჩვენს მკითხველებს უვცლელად გთავაზობთ:

 

"არ თქვა რომ გინახავს, როგორ ცხოვრობენ ღარიბები, რადგან არასოდეს ყოფილხარ ბანგლადეშში", ჩემმა მეგობარმა რეზაულ კიბირმა მითხრა. 

ბანგლადეშში ცენტრალურ არხზე, ჟურნალისტად მუშაობდა. ოთხი წლის წინ გავიცანი, პარიზის ჟურნალისტთა სახლში. გაუსაძლის ცხოვრებას გამოვექეცი და უარი ვთქვი ჩემს ქვეყანაზეო.

 

მისი მშობლები ჯინსის მწარმოებელ ქარხანაში მუშაობენ. 

კაცი ევრონახევარზე მუშაობს იქ თურმე დღეში. თვითონ არასოდეს იცვამს ჯინსის შარვალს, რადგან ამის დამზადებას ადამიანების სიცოცხლე ეწირება ჩემს ქვეყანაშიო.

რომ ნახო, არც შენ ჩაიცვამდიო.

 

ქიმია, რომლითაც იღებება და ირეცხება ჯინსი მდინარეში ჩადის, საიდანაც წყალს ვსვამთ, საჭმელს ვამზადებთ, ტანსაცმელს ვრეცხავთ და ვიბანთო.

არავინ არაფერზეა პასუხისმგებელი და ადამიანები ნელნელა ცხოველებს ემსგავსებიან ოცდამეერთე საუკუნეშიო.

 

სახლში მაგიდაც არ გვქონდა. დედაჩემი საჭმელს იატაკზე აკეთებდა. მწვანილს და ხახვს იატაკზე ჭრიდა, სადაც ფეხშიშველი იდგა, რადგან მხოლოდ ერთი სანდალი აქვს, რომლითაც სამსახურში მიდიოდაო. 

 

არსებობს ღარიბი უბნები და უკიდურესად ღარიბი. მე ღარიბში ვცხოვრობდი და უკიდურესად ღარიბზე გავაკეთე სიუჟეტები, რის გამოც ხელმძღვანელობამ დამსაჯა, უხელფასოდ დამტოვა. არადა, ეპიდემიის სერიოზული საშიშროების წინაშე დგას ქვეყანა, არავის ადარდებს. კი გავიქეცი და ვუშველე თავს. თბილი საბანიც მახურავს, სამზარეულოც მაქვს, შხაპს ყოველ დღე საკუთარ, სუფთა აბაზანაში ვიღებ. რანდენიმე ხელი ტანსაცმელიც მაქვს და არც საპნიან მდინარეში დასაბანად ჩაყრილ ბავშვებს ვუყურებ, გვერდით დედები ჭურჭელს რომ რეცხავენ იგივე მდინარეში.

 

მაგრამ ყოველ ღამე, დაძინებამდე ვფიქრობ, რა შემიძლია გავაკეთო, რამე რომ შევცვალო იქ. 

 

რომ გათენდება პირველი ის მახსენდება, დედაჩემი პლედს რომ გადამხდიდა, შაქრის ნატეხს პირში ჩამიდებდა, სკოლაში წასვლის წინ. ეს ჩემი საუზმე იყო. 

თითქოს იქაური შაქრის გემო უფრო ტკბილი იყო აქაურზე, მაგრამ იმ სიმწარეს მაინც ვერაფერი შეედრება დედამიწაზე, რაც ბავშვობიდან პარიზში გამოქცევამდე მინახავსო.

 

რამდენიმე წელიწადში დავბრუნდები.

ბევრი გამოცდილება და მეტი განათლება მექნება.

 

დიდ პოლიტიკაში უნდა ჩავერთო და ადამიანების გადარჩენაზე ვიფიქრო.სიცოცხლის უფლება ყველას აქვსო...

ძალიან მჯერა, რომ რეზაული ამას შეძლებს.

 

მე ჩავალ მერე ბანგლადეშში და ვესტუმრები ძველ მეგობარს.

 

შემოვივლით მთელ ბანგლადეშს და ძალიან გაგვიჭირდება ღარიბი და უკიდურესად ღარიბი უბნების პოვნა

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 4514
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია