დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ავტომანქანა ტროტუარზე ფეხით მოსიარულეს დაეჯახა
2016/11/02 17:06:11

თბილიშში, ჭავჭავაძის პროსპექტზე, ტროტუარზე მომხდარ ავარიას სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა:

,,თავგასულობა -თავხედობა
რამდენიმე წუთის წინ ჭავჭავაძის გამზირზე ავტომანქანა ტროტუარზე ფეხით მოსიარულეს დაეჯახა…
ის,რაც თბილისში ხდება წარმოუდგენელია, “სითი პარკმა” მიიტაცა ტროტუარები, გზები და ბილიკები,უფრო მეტიც, ვიწრო ქუჩები ორივე მხარეს დახაზეს და ავტოსადგომებად აქციეს,ქალაქში არ არის დაპირებული პარკინგ- სადგომები,”სითი პარკის” თანამშრომლები ყოველდღე გაფაციცებით ეძებენ დასაჯარიმებელ ავტომობილებს,ამას ემატება ე.წ. “სტაიანჩიკები” , რომლთაც თუ არ მოეწონე მანქანას არ დაგაყენებინებს, მათ ცალკე უნდათ ფული, თუ არ გადაუხადე მანქანას აზიანებენ,მძღოლებს აგინებენ… არ ვიცი ასე როდემდე შეიძლება გაგრძელდეს, სანამ ტროტუარზე არ გახშირდება უბედური შემთხვევები, მანამ არ უნდა ვიფიქროთ ამ პრობლემის მოგვარებაზე?” _ წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე პროფესორი, სერგო ვარდოსანიძე, რომელიც შემთხვევის ადგილზე გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3185
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია