საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
"საქართველოში 25 000 ბავშვია გამქრალი..."
ავტორი: ლიკა დევდარიანი
2016/11/01 18:16:46

 

ქუთაისში დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ასოციაცია „ჰერა XXI”-მ საინფორმაციო სესია ჩაატარა თემაზე: „სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობა და უფლებები“.

ტრენინგზე განიხილეს შემდეგფი თემები: სრჯუ-ს მდგომარეობა საქართველოშსა და მსოფლიოში, ნაადრევი ქორწინება,  გენდერეული თანასწორობა, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების პრევენცია, ოჯახის დაგეგმვის თანამედროვე მეთოდები, მოხალისეობა, მითები სექსუალობის შესახებ, ინდივიდების და მთავრობის ჩართულობა ამ საკითხის მოგვარებაში და ა.შ.


ჩვენთან კომენტარი გააკეთა ასოციაცია „ჰერა XXI”-ის ახალგაზრდული პროექტების  ასისტენტმა ნინო ცქიფურიშვილმა : „ ამ ორგანიზაციაში გაწევრიანება გადამაწყვეტია გენდერის სამაგისტრო პროგრამაზე მუშაობისას მიღებულმა ინფორმაციამ იმის შესახებ, თუ რა გავლენას ახდენდა სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის და უფლებების დარღვევა ადამიანებისა და ქვეყნების განვითარებაზე. დღევანდელ შეხვედრაზე მოხდა ინფორმაციის გაცვლა და სტუდენტებს საშუალება მიეცათ, ესაუბრათ, თუ რა პრობლემებია ამ კუთხით მათ თანატოლებში და როგორ ხედავენ პრობლემების  აღმოფხვრის გზებს.“

 


ტრენინგს ძირითადად,  ეწრებოდნენ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის 4-5 კურსის სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტები.  ჩვენ ვესაუბრეთ ერთ-ერთ მათგანს, ლექსო ჩოგოვაძეს:


 „დღევანდელ შეხვედრაზე ვისაუბრეთ რეპროდუქციულ სისტემაზე. ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო , რადგან ეს თემა ერთ-ერთ პრობლემატურ საკითხად განიხილება ჩვენს ქვეყანაში. ქუთაისში, ისვე, როგორც მთელ საქართველოში არ გვაქვს  სათანადო სექსუალური განათლება, რასაც მივყავართ სავალალო შდეგებამდე. 2010 წლის მონაცემებით, საქართველოში მკვეთრად იმატა ე.წ.  „გამქრალი ბავშვების“ რაოდენობამ.  25 0000 ბავშვი არ დაიბადა, რომლებიც უნდა დაბადებულიყვნენ. ამით იმის თქმა მინდა, რომ გააუნათლებლობას მივყავართ დანაშაულებრივ ქმედებამდე, ამიტომ მსგავსი ტიპის შეხვედრებია აუცილებელია, ახალგაზრდების ინფორმირებულობისათვის.“


ტრენინგის ბოლოს გაიმართა დისკუსია და სტუდენტები შეჯერდნენ ერთ აზრზე. აუდიტორიის ძირითად ნაწილს გოგონები შეადგენდნენ.

 

ლიკა დევდარიანი

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 10569
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია