დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
4 ოქტომბრის მონაცემებით, კახეთის რეგიონში 108,7 ათასი ტონა ყურძენი გადამუშავდა
2016/10/04 12:34:00

4 ოქტომბრის 12.00 საათის მონაცემებით, კახეთის რეგიონში გადამუშავდა  108,7 ათასი ტონა ყურძენი. აქედან 62,7 ათასი ტონა რქაწითელი, 40 ათასი ტონა საფერავი,  2,9 ათასი ტონა კახური მწვანე, დანარჩენი კი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია. 


სულ ღვინის კომპანიებს ყურძენი ჩააბარა 17 ათასზე მეტმა მევენახემ, რომელთაც ყურძნის რეალიზაციის შედეგად შემოსავლების სახით 94,5 მლნ ლარი მიიღეს.

გადამუშავებული ყურძნის რაოდენობით მუნიციპალიტეტების მიხედვით შემდეგი მდგომარეობაა: გურჯაანი - 35 ათასი ტონა, თელავი - 27,8 ათასი ტონა, ყვარელი - 21,8  ათასი ტონა,  საგარეჯო  -  7,8 ათასი ტონა, სიღნაღი - 7,1 ათასი ტონა, ახმეტა -  4,6 ტონა  ტონა, ლაგოდეხი -  2,8 ათასი ტონა და დედოფლისწყარო - 2 ათასი ტონა.   

 

3 ოქტომბერს ყურძნის გადამუშავების დღეღამურმა მაჩვენებელმა 1,7 ათასი ტონა შეადგინა.   

 

4 ოქტომბერს ყურძნის გადამუშავების პროცესში ჩართულია 34 ღვინის კომპანია, მათ შორის, 4 სახელმწიფოს მიერ დაქირავებული საწარმო, დანარჩენი კერძო ღვინის კომპანიაა. 

 

ყურძნის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ღვინის კომპანიებში ყურძნის ჩამბარებელ ფიზიკურ პირებზე  სუბსიდია გაიცემა: 

კახეთის  რეგიონში რქაწითელზე და  კახური მწვანეზე - 1 კგ-ზე  - 0,45 ლარი; 

 საფერავზე -  1 კგ-ზე - 0,20 ლარი; 

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო-სვანეთის რეგიონში მუჯურეთული/ალექსანდროულზე -  1 კგ-ზე - 2 ლარი.

 

დაინტერესებულ პირებს რთველთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება შეუძლიათ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელი ხაზზე - 1501.

რთველის მიმდინარეობის დინამიკა შეგიძლიათ იხილოთ ღვინის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდებზე http://georgianwine.gov.ge/statistic  და http://rtveli2016.gov.ge/statistic.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 9065
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია