საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
რატომ აფიცებდნენ ნიგოზეთში ამომრჩევლებს ხატზე?
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2016/10/31 11:29:21

ჭიათურაში არჩევნების მეორე ტური „ქართული ოცნების“ გამარჯვებით დასრულდა. N56 ჭიათურის საარჩევნო ოლქი იმით იყო გამორჩეული 50 ოლქს შორის, რომ დეპუტატის მანდატის მოსაპოვებლად იბრძოდნენ „ქართული ოცნების“ და „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენლები.


ჩვენი დაკვირვების ქვეშ მთელი საარჩევნო პერიოდის განმავლობაში იყო თითქმის ყველა პოლიტიკური სუბიექტი. როგორც გაირკვა, სუბიექტთა სიმრავლემ განაპირობა არჩევნების მეორე ტური.


ჩვენი ინფორმაციით, არჩევნების მეორე ტურამდე თითქმის ყველა სუბიექტისგან ირღვეოდა ამომრჩევლის უფლებები და მათ შორის განსაკუთრებულად გამოიკვეთა: ფიზიკური, ფსიქოლოგიური ძალადობა და მოსყიდვა. ჩვეულებრივ ამბად იყო მიჩნეული ე.წ. „პლაკატების და სოციალური ქსელებით ომი“, როცა ხდებოდა ჩამოხევა ან გადაკვრა სააგიტაციო მასალის, ასევე დაუსაბუთებელი ბრალდებების ტირაჟირება. შეიმჩნეოდა საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების არაკანონიერი ქმედებები (მათ შორის, კანდიდატთა შეხვედრებში მონაწილეობა).


აღსანიშნავია, რომ პოლიტიკური სუბიექტების პლაკატები თუ სხვა ტიპის სააგიტაციო მასალები გაკრული ჰქონდათ ისეთ ადგილებზე, სადაც მათი განთავსება არ შეიძლებოდა. მაგალითად, რამდენიმე პოლიტიკური სუბიექტის პლაკატი გაკრული იყო ჭიათურის გამგეობის შენობაზეც (მათ შორის არ ყოფილა სახელისუფლებო კანდიდატების).


არჩევნების მეორე ტურზე ჩვენ დავაკვირდით  14 საარჩევნო უბანს. არცერთ უბანზე მცირე პროცედურული დარღვევის გარდა არ დაფიქისირებულა გადაცდომები. როგორც ცნობილია, ჯერ დაწერილია მხოლოდ ერთი საჩივარი ერთ-ერთი სადამკვირვებლო ორგანიზაციის მიერ. ზოგადად, ჭიათურაში სადამკვირვებლო მისიების სიმრავლის გამოც თითქმის უხარვეზოდ ჩატარდა საარჩევნო პროცედურები.


 ასევე, გვაცნობეს, რომ ნიგოზეთის თემში მიმდინარეობდა მოსახლეობაზე ფსიქოლოგიური ზეწოლა ხატებზე დაფიცებით ანუ ეუბნებოდნენ, ხმა მიეცით ჩვენს კანდიდატს, თორემ ხატის მადლი გაგიწყდებათო...  სამწუხაროდ, ჩვენ კონკრეტული ფაქტი ვერ დავაფიქსირეთ,ადგილზე მისვლის მიუხედავად (როგორც გვითხრეს, მონიტორების სიმრავლის გამო „დაფიცების“ პროცედურა მალევე შეწყდა). 


 ასევე, 30 ოქტომბრის 20 საათისთვის გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ერთი უბნის დარბევა იყო განზრახული, რაც საბოლოოდ არ დადასტურდა და მშვიდ ვითარებაში დასრულდა არჩევნები.


ელისო ხოჯანაშვილი

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 21069
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია