დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
პრემიერმინისტრი:"ქუთაისელები მინდა დავამშვიდო - არანაირი პარლამენტის გადმოტანა დღის წესრიგში არ არის"
2016/10/30 00:30:49

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის წინა დღეს აცხადებს, რომ ქუთაისიდან პარლამენტის გადატანა უახლოეს მომავალში არ იგეგმება. როგორც პრემიერმა ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტთან ინტერვიუში აღნისნა, თუ ასეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ეს ქუთაისის მოსახლეობასთან აქტიური განხილვის გარეშე არ მოხდება.


„პარლამენტის გადმოტანა არ დგას ჩვენს დღის წესრიგში და უახლოესი პერიოდის განმავლობაში, რამდენიმე წელი მაქვს მხედველობაში, არავითარ შემთხვევაში არ დადგება ეს საკითხი დღის წესრიგში. დღეს არის საშუალება, რომ საკომიტეტო მუშაობა გაიმართოს თბილისში, უკვე განახლებულ პარლამენტის შენობაში. ამიტომ ვფიქრობ, რომ პლენარული სხდომების ქუთაისში გამართვა არანაირ პრობლემას არ ქმნის. ამიტომ ეს საკითხი არ უნდა იყოს აქტივიზირებული დღეს“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში. მისივე თქმით, რამდენიმე წელიწადში თუ ასეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ეს აუცილებლად უნდა იქნას ქუთაისის მოსახლეობასთან ძალიან აქტიურად განხილული და მიღებული იყოს მათგან თანხმობა.


„ქუთაისზე ჩვენ იმხელა გეგმები გვაქვს, რომ შეიძლება ხუთი, ათი წლის მერე ვერავინ ვეღარ შეამჩნიოს, არის თუ არა იქ პარლამენტი, იმიტომ რომ ძალიან აქტიური განვითარება მოხდება ქუთაისის“ - აღნიშნა პრემიერმა და დასძინა, რომ საუბარია არა მხოლოდ ტექნოლოგიურ უნივერსიტეტზე, თავისი უზარმაზარი სტუდენუტური კორპუსით, ანუ სტუდენტური ქალაქით, არამედ აქ იგულისხმება სხვა ინფრასტრუქტურული პროექტებიც.


 

ქუთაისში ძალიან სერიოზული ბუმი იქნება განვითარების, მათ შორის უძრავი ქონების მიმართულებით. მე არა ერთხელ მითქვამს ჩემს მეგობრებთან, რომ მქონდეს თავისუფალი კაპიტალი, ქუთაისში ვიყიდიდი აუცილებლად უძრავ ქონებას-თქო, იმიტომ რომ მგონია ქუთაისის საქართველოს შიდა ჰაბად ჩამოყალიბება არის გარდაუვალი და ამისათვის ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ. ეს არის აბსოლიტური რეალობა. კიდევ ერთხელ ვამბობ, ქუთაისელები მინდა დავამშვიდო - არანაირი პარლამენტის გადმოტანა დღის წესრიგში არ არის. უახლოეს ხანში, რამდენიმე წლის განმავლობაში ჩვენ ამ თემას არ ვეხებით, ეს არის გადაწყვეტილი საკითხი“ - ჰპირდება პრემიერ-მინისტრი ქუთაისელებს. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3880
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია