საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
საქართველოს რეიტინგი ბიზნესის წარმოების კუთხით, 7 პოზიციით გაუმჯობესდა
2016/10/26 20:43:50

Doing Business 2017-ის რეიტინგში საქართველოს მაღალი პოზიციები ძალიან პოზიტიური სიგნალია ინვესტორებისთვის, - ამის შესახებქართული ოცნებისწევრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

 

მისივე თქმით, 2017 წლის რეიტინგის მიხედვით შეფასებულია საქართველოს მიერ 5 სფეროში განხორციელებული რეფორმები, კერძოდ, ელექტროენერგიით მომარაგება; ქონების რეგისტრაცია; მინორიტარული ინვესტორების დაცვა; ვაჭრობა საზღვრებს შორის; გადასახადების გადახდა. დამეთანხმებით, გაუმჯობესება თითოეულ დასახელებულ სფეროში უმნიშვნელოვანესია ინვესტორებისთვის.

 

გახარიას განმარტებით, ბიზნესის კეთების ანგარიში ბიზნეს გარემოს შეფასების მსოფლიოში აღიარებული ერთ-ერთი ყველაზე ობიექტური შეფასებაა.

 

მაღალი პოზიციები რეიტინგში მიუთითებს ქვეყანაში ბიზნესის დაწყებისა და განხორციელებისთვის ხელშემწყობი გარემოს არსებობაზე. საქართველოს მაღალი პოზიციები ამ რეიტინგში ძალიან პოზიტიური სიგნალია ინვესტორებისთვის და მიანიშნებს მათ, რომ საქართველო არათუ რჩება ბიზნესის კეთებისთვის და ინვესტიციების განხორციელებისთვის ერთ-ერთ საუკეთესო ადგილად, არამედ მთავრობის ძალისხმევის და გატარებული რეფორმების შედეგად, ჩვენ კიდევ უფრო დაცულს, ხელსაყრელსა და საიმედოს ვხდით ბიზნეს გარემოს საქართველოში.

 

რაც შეეხება წინა წლების პოზიციებს, მოგეხსენებათ 2015 წლიდან მსოფლიო ბანკმა დაიწყო რეიტინგის მეთოდოლოგიის ცვლილება და მას რაოდენობრივ მაჩვენებლებთან ერთად დაამატა ხარისხობრივი პარამეტრები. ამ ცვლილებამ თავდაპირველად გამოიწვია საქართველოს პოზიციების გაუარესება. თუმცა, მთავრობის თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგად, მივაღწიეთ გაუმჯობესებას ხარისხობრივი პარამეტრების კუთხითაც და გადავედით რეიტინგის მოწინავე პოზიციებზე”, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

მსოფლიო ბანკის ბოლო ანგარიშით, „Doing Business 2017” საქართველოს რეიტინგი მნიშვნელოვნადაა გაუმჯობესებული - შარშანდელი 23- ადგილიდან საქართველომ მე-16 ადგილზე გადმოინაცვლა (გაუმჯობესება 7 პოზიციით). საქართველოს რეიტინგი გაუმჯობესებულია 7 კომპონენტში და 11 ქვე-კომპონენტში.

(R)

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3052
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია