საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
„ქალთა კლუბის“ სოლიდარობა ქუთაისში მოღვაწე ჟურნალისტებს
ავტორი: ლიკა დევდარიანი
2016/10/26 10:10:41

 

 ქუთაისის ქალთა კლუბმა ჟურნალისტების მიმართ სოლიდარობის მიზნით (ბოლოდროინდელი მოვლენების გათვალისწინებით) კაფე ფოეფოე“-ში  იმერეთში მომუშავე ყველა ჟურნალსტი ფინჯან ჩაიზე დაპატიჟა და მათ მიმართ ერთგვარი სოლიდარობის საღამო მოაწყო.

შეხვედრა 2 ძირითად კომპონენტს შეიცავდა, პირველი - სოლიდარობას ჟურნალისტების მიმართ და მეორე, მედიის ინფორმირებას იმ კონკრეტული თემის შესახებ. 


საღამოზე მისულმა სტუმრებმა მოისმინეს ინფორმაცია დოკუმენტური ფილმის შესახებ, რომელსაც უელსის უნივერსიტეტის სარეჟისორო სკოლის კურსდამთავრებულები: სანტა აუტმაისტერი და ალბერტო რიაზორი იღებენ ქართველი ქალების შესახებ (ძირითადი რესპონდენტები შერჩეულია ქალთა კლუბიდან).


შეხვდრაზე სიტყვით გამოვიდნენ, როგორ ქალთა კლუბის წარმომადგენლები, ასევე, მოწვეული სტუმრები და ის ქალბატონები, რომლებიც ფილმში მონაწილეობენ.


საღამოზე  ასევე სტუმრად იყო გადამღები ჯგუფი, რომლის წევრებიც 10 სექტემბრის შემდეგ ქუთაისში იმყოფებიან.


 ჩვენ ვესაუბრეთ საღამოს ერთ- ერთ ორგანიზატორს, ქალთა კლუბის თავმჯდომარეს ია იაშვილს:“ როგორც იცით, ქალთა კლუბმა მიმდინარე წელი გამოაცხდა სოლიდარობის წლად. ჩვენ ტრადიციულად, ოქტომბერში უნდა გაგვეკეთებინა ღონისძიება და საბოლოოოდ, შევჯერდით იმაზე, რომ პირველივე ღონისძიება მიგვეძღვნა ჟურნალისტებისათვის, რადგან ვთვლით, რომ ქუთაისის პირობებში ყველაზე აქტუალური თემა იქნებოდა ჟურნალისტებისათვის სოლიდარობის გამოცხადება.


ეს იდეა უკვშრდება 8 ოქტომბრის ინცინდენტს, თუმცა დღვანდელი შეხვედრა უფრო ფართოსპექტრის არის. ჩვენ გვინდა შევახსენოთ საზოგადოებს, რომ ჟურნალისტების მიმართ ძალადობა დაუშვებელია და ქალთა კლუბი მხარს უჭერს მათ საქმიანობას, რადგან ეს არის ერთ -ერთი ყველაზე რთული და სახიფათო პროფესია.“


 შეხვედრის მნიშვნელობააზე ასევე ისაუბრა ქალთა კლუბის პრეზიდენტმა მაკა  ხეცურიანმა:

„მოგეხსენებათ 206-2017წელი  ქალთა კლუბმა გამოაცხადა სოლიდარობის  წლად. მიხარია რომ კლუბის თავმჯდომარემ ია იაშვილმა პირველივე ღონისძიება დაუთმო ჟურნალისტების მიმართ სოლიდარობას, რადგან ჩვენ აუცილებლად უნდა ვიყოთ ერთმანეთის მიმართ სოლიდარულები.


მინდა გესაუბროთ ასევე შეხვედრის მეორე ნაწილზეც, რომელიც მედიიის ინფორმირებულობას შეუწყობს ხელს.  ჩვენს კლუბს ქუთაისი-ნიუპორტის ასოცისაციის  საშუალებით დაგვიკავაშირდნენ სამხრეთ უელსის  კინორეჟსორთა სკოლის კურსდამთავრებულები, რომლებსაც გადაწყვეტილი ჰქონდათ, პოსტსაბჭოურ წვეყნებში ლატვიასა და საქართველოში მცხოვრები ქალბატონების შესახებ გადაიღონ დოკუმენტალური ფილმი.  სულ მოითხოვეს 16 რესპონდენტი. შერჩეული ქალბატონებიდან  11 ქალთა კლუბის წევრია. მათ გადაიღეს ამ ქალბატონებზე პორტრეტული ვიდეორგოლები, მათი ოცნებების, მიზნების, წარმატების, წარუმატებლობისა და კარიერის შესახებ.. გადამაღებმა ჯგუფმა თითეულ ქალბატონს თითო დღე დაუთმო.   ეს არის კარდინალური პორტრეტები, რომელსაც მალე იხილავს საზოგადოება ფილმის სახით.“


 ლიკა დევდარიანი

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1830
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია