დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„მაპატიე სიყვარულისთვის“- ახალბედა მწერლის პირველი რომანი
ავტორი: ლიკა დევდარიანი
2016/10/24 16:08:11

 

„რა ადგილი აქვს ადამიანს ამ უკიდეგანო სამყაროში? რჩება კი მასში გრძნობების დრო და განცდის უნარი?“ - ამ კითხავზე პასუხს იპოვით მარი კირიაკიდის რომანში „მაპატიე სიყვარულისთვის“


       ახალბედა მწერალმა მარი კირიაკიდმა დიდი შრომის შემდეგ გაბედული ნაბიჯი გადადგა და თავისი პირველი წიგნის პრეზენტაცია მოაწყო წყალტუბოში, სასტუმრო „პრომეთეში“


პრეზენტაციას ესწრებოდნენ მწერლის უახლოესი მეგობრები და ის ადამიანები,  ვისაც  უკვე წაკითხული ჰქონდა ეს წიგნი, ასევე ოჯახის  წევრები და  საპატიო სტუმრები.


რომანში წამოჭრილი პრობლმა, მკაფიოდ გვიხატავს თანამედროვე წყვილების უთანხმოების რეალურ სურათს. წიგნი ორი ნაწილისაგან შეგდება და მასში აღწერილია ჩვენი თაობისა  და დროებისათვის დამახასიათებელი ერთ-ერთი მთავარი პრობლემა. ახალგაზრდა წყვილს, ელის და ნიკოლასს, რომელთააც ერთმანეთი ძალიან უყვართ, არ რჩებათ დრო საკუთარი გრძნობებისა და ურთიერთობისათვის, რაც მათ შორის გაუცხოებისა და უმიზეზო დაშორების მიზეზი ხდება.


პროფესიით ჟურნალისტს, თუ რამ უბიძგა ამ რომანის დაწერისაკენ, ამას მისივე წიგნის ეპილოგში ამოიკითხავთ: „ წიგნის კითხვისას მინდა ჩაფიქრდეთ  იმაზე, თუ უმნიშვნელო ნაბიჯმა რა მნიშვნელოვანი გავლენა შეიძლება მოახდინოს თქვენს ცხოვრებაზე. მე კი ვეცდები, ამ მონათხრობით შემოვიჭრა თქვენს არსებაში  და სენტიმენტალური გრძნობები აღვძრა“.


რომანი შესახებ გვესაუბრა  წიგნის  რედაქტორი,  ჟურნალისტიკის კათედრის პროფესორი მზია თადუმაძე:- „ წიგნი  სიყვრულის თემაზეა. ის  იმით არის გამოჩეული და ორიგინალური, რომ მასში გადმოცემულია  ერთი ადამიანის სუბიექტური განცდა და დამოკიდებულება ამ მდიდარ ადამიანურ გრძნობასთან დაკავშირებიოთ. წიგნში არის ერთი საინტერსო მომენტი: I ნაწილი უფრო ტრაგიკულია, II-ნაწილი კი, უფრო ნათელ ფერებში გვიხატავს პერსონაჟების ცხოვრებას, თუმცა რომანი მაინც ერთი დიდი მთლიანობაა და ვფიქრობ, ის დააინტერესებს მკითხველს, რადგან მას მთლიანად გასდევს ავტორის ხედვა და დამოკიდებულება ამ გრძმობისადმი.“


წიგნი შესახებ თავისი აზრი გაგვიზიარა მწერლის მეგობარმა, ელენე ქარციძემ, რომელსაც რამდენჯერმე აქვ ეს რომანი წაკითხული:

 „ჩემი ემოციები ამ წიგნის მიმართ ძალიან დადებითია, ის არის კარგი წასაკითხი. ჩემი აზრით, ეს რომანი განსაკუთრებით უნდა აიტაცონ თინეიჯერებმა,რადგან მისი გმირების სიყვარულის იტორია ისწორედ ამ პერიოდში  იწყება და შემდეგ უფრო ზრდასრულ ასაკში მთავრდება. ყველას გირჩევთ, წაიკითხოთ და ისიამოვნოთ.“


ავტორმა ყველა სტუმარს წიგნი საჩუქრად უსახოვრა.  მისი თქმით, თუ  მკითხველი ამ რომანით დაინტერედება, მას გაყიდვაშიც მალე ჩაუშვებს.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 6736
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია