დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
შალვა კიკნაველიძე - „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” მაჟორიტარობის კანდიდატი ზესტაფონის 52-ე ოლქში
2016/10/23 12:24:31

მომავლის გეგმები

·         ქართული ოცნებისსწრაფი განვითარების გეგმის განხორციელებით, 4 წლის განმავლობაში, მინიმუმ, 200 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება;

·         დასრულდება ავტობანიწითელი ხიდიდან სარფამდე (840 კმ);

·         ტურიზმის ზრდით, დამატებით, 50 000 სამუშაო ადგილი შეიქმნება;

·         2017 წლიდან სკოლის მასწავლებლის ხელფასი, საშუალოდ, 800 ლარი გახდება;

·         ჩაეშვება პენსიონერების დასაქმების პროგრამა – „ცხოვრება გრძელდება“;

·         ეკონომიკური ზრდის შესაბამისად გაიზრდება პენსიები;

·         რეგიონები და აღმოსავლეთ-დასავლეთის მთიანეთი ახალი გზებით შეიკვრება და ერთმანეთს დაუკავშირდება;

·         მოხდება საქართველოს სრული ინტერნეტიზაცია;

·         დამატებით 200 000 ოჯახი გაზით და 120 000 ოჯახი წყლით იქნება უზრუნველყოფილი;

·         გასარწყავიანდება ორჯერ მეტი – 200 000 ჰა მიწა;

·         500 მილიონი ლარით იქნება უზრუნველყოფილი აგროდაზღვევის 2-ჯერ მეტი ბენეფიციარი და მათი რიცხვი 50 ათასს მიაღწევს;

·         დასრულდება ზესტაფონის შიდაგზების რეაბილიტაცია, კეთილმოეწყობა ქალაქის საავტომობილო გზები; 2017-2018 წლებში გაგრძელდება ადგილობრივი გზების დაფინანსებადაიხარჯება 5 მილიონ ლარზე მეტი;

·         იმერეთის რეგიონში 2016 წელს დაგეგმილია ბაღდათის, ზესტაფონის, წყალტუბოს, ჭიათურის, ვანის, ხარაგაულის, თერჯოლის, ხონისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტების 44 სოფელში გაზიფიცირების სამუშაოების დასრულება. შედეგად, 16 ათასამდე აბონენტს საშუალება მიეცემა, ჩაერთოს ბუნებრივი აირის ქსელში;

·         დღეისთვის რეგიონში მიმდინარეობს სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 6 852 429 ლარის ღირებულების, 3 სარეაბილიტაციო პროექტი, რომლის დასრულების შემდეგ წყალუზრუნველყოფილი მიწის ფართობი 2 805 ჰექტრით გაიზრდება, ხოლო დამშრობი სისტემები, დამატებით, 515 ჰექტარს მოემსახურება; სარეაბილიტაციო სამუშაოების გეგმის პროექტით იმერეთის რეგიონში დაიწყება 2 სარეაბილიტაციო პროექტი. სამუშაოების ჯამური სავარაუდო ღირებულება 962 809 ლარია. აღნიშნული პროექტების დასრულების შემდეგ მელიორირებული ფართობი რეგიონში 425 ჰექტრით გაიზრდება;

·         გავაუმჯობესებთ და გავაფართოებთ მოქმედ სასოფლო-სამეურნეო პროგრამებს და ხელს შევუწყობთ სოფლის მეურნეობის ტრადიციული დარგების განვითარებას;

·         დავეხმარებით მცირე და საშუალო ბიზნესს, ხელს შევუწყობთ ახალი ინიციატივების განხორციელებასა და მოქმედ სახელმწიფო პროგრამებში ადგილობრივების მაქსიმალურ ჩართვას; ხელს შევუწყობთ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ქსელის განვითარებას, რაც დამატებით სამუშაო ადგილებს შექმნის;

·         წავახალისებთ ახალგაზრდულ ინიციატივებს, ვიზრუნებთ მოსახლეობაში ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვაზე.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2247
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია