დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სულხან მახათაძე - „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” მაჟორიტარობის კანდიდატი ჭიათურის 56-ე ოლქში
2016/10/23 12:23:45

მომავლის გეგმები

·         „ქართული ოცნების“ სწრაფი განვითარების გეგმის განხორციელებით, 4 წლის განმავლობაში, სულ მცირე, 200 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება;

·         დასრულდება ავტობანიწითელი ხიდიდან სარფამდე (840 კმ);

·         ტურიზმის ზრდით დამატებით 50 000 სამუშაო ადგილი შეიქმნება;

·         2017 წლიდან სკოლის მასწავლებლის ხელფასი, საშუალოდ, 800 ლარი გახდება;

·         ჩაეშვება პენსიონერების დასაქმების პროგრამა – „ცხოვრება გრძელდება“;

·         ეკონომიკური ზრდის შესაბამისად გაიზრდება პენსიები;

·         მოხდება საქართველოს სრული ინტერნეტიზაცია;

·         დამატებით 200 000 ოჯახი გაზით და 120 000 ოჯახი წყლით იქნება უზრუნველყოფილი;

·         გასარწყავიანდება ორჯერ მეტი – 200 000 ჰა მიწა;

·         რეგიონები და აღმოსავლეთ-დასავლეთის მთიანეთი ახალი გზებით შეიკვრება და ერთმანეთს დაუკავშირდება;

·         500 მილიონი ლარით იქნება უზრუნველყოფილი აგროდაზღვევის 2-ჯერ მეტი ბენეფიციარი და მათი რიცხვი 50 ათასს მიაღწევს;

·         დაგეგმილია ჭიათურის სასმელი წყლის სისტემების მშენებლობა-რეაბილიტაცია. პროექტის ღირებულება 25 960 000 ლარია და მასაზიის განვითარების ბანკიდააფინანსებს. პროექტი 2016 წლის ნოემბერში დაიწყება და 2018 წლის ნოემბერში დასრულდება. ამ პროექტის განხორციელების შემდეგ ჭიათურის მოსახლეობას სასმელი წყლის პრობლემა მოეხსნება;

·         მალე დასრულდება ნინოშვილის ქუჩის ფასადებისა და ტროტუარების რეაბილიტაცია . ჭიათურაში;

·         მიმდინარეობს . ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენის პლანშეტის კაპიტალური რემონტი;

·         სოფელ ზედა უსახელოში გაიხსნება საზოგადოებრივი ცენტრი, სადაც სოფლის მოსახლეობა ყველა აუცილებელი დოკუმენტის მოკლე დროში, ზედმეტი დანახარჯების გარეშე მიღებას შეძლებს;

·         გავაუმჯობესებთ და გავაფართოებთ მოქმედ სასოფლო-სამეურნეო პროგრამებს და ხელს შევუწყობთ სოფლის მეურნეობის ტრადიციული დარგების განვითარებას;

·         დავეხმარებით მცირე და საშუალო ბიზნესს, ხელს შევუწყობთ ახალი ინიციატივების განხორციელებას და მოქმედ სახელმწიფო პროგრამებში ადგილობრივების მაქსიმალურ ჩართვას; ხელს შევუწყობთ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ქსელის განვითარებას, რაც დამატებით სამუშაო ადგილებს შექმნის;

 

·         წავახალისებთ ახალგაზრდულ ინიციატივებს, ვიზრუნებთ მოსახლეობაში წავახალისებთ ახალგაზრდულ ინიციატივებს, ვიზრუნებთ მოსახლეობაში ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვაზე.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2201
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია