დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
კობა ლურსმანაშვილი – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” მაჟორიტარობის კანდიდატი 51-ე ოლქში ზესტაფონი, ბაღდათი, ხარაგაული
2016/10/23 12:21:06

 

მომავლის გეგმები

 


დავეხმარებით მცირე და საშუალო ბიზნესს, ხელს შევუწყობთ ახალი ინიციატივების განხორციელებასა და მოქმედ სახელმწიფო პროგრამებში ადგილობრივების მაქსიმალურ ჩართვას;

გავაუმჯობესებთ და გავაფართოებთ მოქმედ სასოფლო-სამეურნეო პროგრამებს და ხელს შევუწყობთ სოფლის მეურნეობის ტრადიციული დარგების განვითარებას;

შევქმნით სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და ჯანდაცვის ახალ ობიექტებს;

განვახორციელებთ საპენსიო რეფორმას, სახელმწიფო პროგრამის – „ცხოვრება გრძელდებაამოქმედებით, პენსიონერებს დასაქმების რეალურ შესაძლებლობებს მივცემთ;

2017 წლიდან სკოლის მასწავლებლის ხელფასი, საშუალოდ, 800 ლარი გახდება;

გავაფართოებთ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, მოხდება შიდაგზების რეაბილიტაცია და აშენდება ახალი გზები, მოეწყობა სკვერები და სპორტული მოედნები, რეაბილიტაცია ჩაუტარდება საბავშვო ბაღებს და სხვ. სამუშაოებზე, ძირითადად, ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდება;

გაზრდება 51/51 საარჩევნო ოლქში შემავალი ზესტაფონის ტერიტორიული ერთეულების ძირულის, შროშის, სანახშირეს,ილემისა და ფუთის მოსახლეობისთვის ბუნებრივ რესურსებზე (სამასალე ხე-ტყე, მდინარის ქვიშა-ხრეში და სხვა) ხელმისაწვდომობა; მოხდება გაზიფიცირების უზრუნველყოფა, გზის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია, წყლის სისტემების მოწესრიგება;

ხარაგაულში მიმდინარეობს სოფელ უბისის საავტომობილო ხიდიდან სოფელ ღორეშას ადმინისტრაციულ ცენტრამდე 4 კმ გზის მობეტონებაპროექტის ღირებულება 959 813 ლარია; მოხდება ხარაგაული-ბაზალეთის გზის რეაბილიტაცია ადმინისტრაციული ცენტრიდან სოფელ ღარიხევის გადასახვევამდეპროექტის ღირებულება 230 249 ლარია; ხარაგაულში მოეწყობა გზის დამცავი კედლებიპროექტის ღირებულება 104 999 ლარია; მოხდება სოფელ გედსამანიის ცენტრალური გზის რეაბილიტაცია (სკოლამდე) როექტის ღირებულება 439 408 ლარია;

2016 წელს დაპროექტდა და დასაფინანსებელია . ბაღდათის ცენტრალური ბაზრის მიმდებარე ტერიტორიის საკანალიზაციო სისტემა; ბაღდათის სოფელ ზედა ზეგანში ვაწყობთ წყლის შემკრებ 2-ტონიან ავზს, რომელიც სოფელს სასმელი წყლით უზრუნველყოფს; დაწყებულია სოფლების: დიმის, წითელხევის, ობჩა 1-ის, ობჩა 2-ის, კაკასხიდის მოსახლეობისთვის სასმელი წყლით უზრუნველყოფის სამუშაოები, უკვე შეძენილია სასმელი წყლის 22 კმ მილები; მალე დასრულდება ბაღდათი-საკრაულის გზის მოასფალტება;

მიმდინარეობს და მალე დასრულდება სოფ. დიდველასთან მისასვლელი გზის პრობლემური მონაკვეთის რეაბილიტაცია. ასევე დაფინანსებულია და მალე დაიწყება დიმის მე-2 საჯარო სკოლისკენ მიმავალი, ობჩა-დიმის დამაკავშირებელი და სოფ. ვარციხეში სამხედრო ნაწილში მიმავალი გზების რეაბილიტაცია.

ახალი სასკოლო პროგრამებისა და სახელმძღვანელოების დანერგვით, გავაუმჯობესებთ სწავლის ხარისხს, მეტად განვავითარებთ სასკოლო ინფრასტრუქტურას; დაინერგება პროფესიული განათლების გერმანული მოდელი, გაჩნდება დასაქმების სათანადო შესაძლებლობა თითოეული კურსდამთავრებულისთვის;

 

წავახალისებთ ახალგაზრდულ ინიციატივებს, ვიზრუნებთ მოსახლეობაში ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვაზე.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2699
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია