დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისში 36-ე დიალექტოლოგიური სამეცნიერო სესია მიმდინარეობს
ავტორი: ლიკა დევდარიანი
2016/10/22 00:57:59

ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში  21-22 ოქტომბერს 36-ე  დიალექტოლოგიური სამეცნიერო სესია მიმდინარეობს. მისი ორგანიზატორები არიან:თსუ-ს არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათამეცნიერების ინსტიტუტი და აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი.

 კონფერენციის მნიშვნელობაზე გვესაუბრა პროფესორი გიორგი გოგოლაშვილი:


 „ეს კონფერენცია სულ 36-ჯერ ჩატარდა. ქუთაისში მეექვსედ ვართ წელს.  ეს არის ყოველწლიური კონფერენცია, რომელსაც მორიგეობით მასპინძლობენ სხვადასხვა ქალაქები და სასწავლო დაწესებულებები. ძირითადად - უნივერსიტეტები და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტები.

 

მთავარი მოხსენების თემებია ქართველური დიალექტოლოგიის საკითხები: ქართული, მეგრული, სვანურური და ლაზურ-ჭანური ენების დიალექტები. დღევანდელ კონფერენციაში მონაწილეობენ: ძირითადად თბილისი, გორი, ბათუმი და ცხადია ქუთაისი. მემგონი, კარგ საქმეს ვემსახურებით და იმედია, ეს მომავალშიც გაგრძელდება.“

 

კონფერენცია მისასალმებელი სიტყვით გახსნეს: აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი ღავთაძემ და არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორმა ავთანდილ არაბულმა.


 

შეგახსენებთ, კონფერენცია ორდღიანია და ხვალც 2 სექცია იმუშავებს ენისა და ლიტერეტუტურის მიმართულებით, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეეტში.


ლიკა დევდარიანი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2246
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია