საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ – ხმა მიეცით სწრაფ განვითარებას! (R)
2016/10/18 16:44:15

გენადი მარგველაშვილი - ქართული ოცნებადემოკრატიული საქართველოსმაჟორიტარობის კანდიდატი 47- ოლქში ქუთაისი, თერჯოლა

 

მომავლის გეგმები

 

·        დავეხმარებით მცირე და საშუალო ბიზნესს, ხელს შევუწყობთ ახალი ინიციატივების განხორციელებას და მოქმედ სახელმწიფო პროგრამებში ადგილობრივების მაქსიმალურ ჩართვას;

·         მოხდება მცირე ბიზნესის ხელშეწყობა, რეინვესტიციისა და საწარმოს გაფართოების შემთხვევაში, მოგების გადასახადისგან გათავისუფლება;

·         ქალაქის ინფრასტრუქტურის (გზა, წყალი, გაზი, ელ. ენერგია) უმაღლეს დონეზე მოწესრიგება, რათა ქუთაისს, ამ უძველეს ქალაქს, XXI საუკუნეში ჰქონდეს საუკეთესო, გამართული კომუნალური მეურნეობები;

·         მიმდინარეობს ქუთაისის წყალმომარაგების ქსელის მშენებლობის მეორე ფაზა, პროექტის ღირებულება 86 მლნ ლარია და მას აზიის განვითარების ბანკი აფინანსებს. პროექტი 2018 წელს დასრულდება.

·         ქუთაისში დაგეგმილია ქუთაისის წყალარინების სისტემების მოწესრიგება, მათ შორის, კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა-რეაბილიტაცია. პროექტს ევროპის საინვესტიციო ბანკი და ევროკავშირი ახორციელებს და მისი ღირებულება 100 მლნ ლარია. პროექტის განხორციელების შედეგად, ქუთაისის საკანალიზაციო სისტემა სრულად მოწესრიგდება. იგი 2017 წელს დაიწყება და 2020 წელს დასრულდება;

·         გაგრძელდება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა და თითოეული ოჯახი სამედიცინო მომსახურებით სრულად დაკმაყოფილდება;

·         2020 წელს საქართველოში C ჰეპატიტის პრობლემა სრულად აღმოიფხვრება;

·        სახელმწიფო პროგრამის – „ცხოვრება გრძელდებაამოქმედებით, პენსიონერებს დასაქმების რეალურ შესაძლებლობებს მივცემთ;

·         2017 წლიდან სკოლის მასწავლებლის ხელფასი, საშუალოდ, 800 ლარი გახდება;

·         ახალი სასკოლო პროგრამებისა და სახელმძღვანელოების დანერგვით, გავაუმჯობესებთ სწავლის ხარისხს, მეტად განვავითარებთ სასკოლო ინფრასტრუქტურას; უკვე მზადაა 8 საჯარო სკოლის სრული და ნაწილობრივი რეაბილიტაციის პროექტები, რომლებიც მალე განხორციელდება;

·         ქუთაისში დაფუძნდება და აშენდება ახალი ულტრათანამედროვე ტექნოლოგიური უნივერსიტეტი;

·        განვავითარებთ ტურიზმს, შევქმნით მაღალი კლასის სასტუმროების ქსელს და გავაფართოებთ ტურისტულ ინფრასტრუქტურას;

·         2016 წლის ბოლომდე 228 დევნილ ოჯახს ბინები ახალაშენებულ კორპუსებში გადაეცემა; საერთო ჯამში, ქუთაისში 25 თექვსმეტსართულიანი კორპუსი აშენდება, რომლებშიც ბინებს 2000 დევნილი ოჯახი მიიღებს. მათგან ორი კორპუსის მშენებლობა (160 ბინა) 2016 წლის ბოლოს დასრულდება;

·         მოხდება 2013 წლის 1 იანვრამდე ჩადენილი საგადასახადო დანაშაულის სრული ამნისტია;

·         მოხდება საქართველოს სრული ინტერნეტიზაცია;

·        წავახალისებთ ახალგაზრდულ ინიციატივებს, ვიზრუნებთ მოსახლეობაში ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვაზე.

 

 (R)

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1497
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია