საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ – ხმა მიეცით სწრაფ განვითარებას! (R)
2016/10/18 16:25:35

კობა ნარჩემაშვილი ქართული ოცნებადემოკრატიული საქართველოსმაჟორიტარობის კანდიდატი ქუთაისის 49- ოლქში

 

მომავლის გეგმები

 

·         დავეხმარებით მცირე და საშუალო ბიზნესს, ხელს შევუწყობთ ახალი ინიციატივების განხორციელებასა და მოქმედ სახელმწიფო პროგრამებში ადგილობრივების მაქსიმალურ ჩართვას;

·        მიმდინარეობს ქუთაისის წყალმომარაგების ქსელის მშენებლობის მეორე ფაზა, პროექტის ღირებულება 86 მლნ ლარია და მას აზიის განვითარების ბანკი აფინანსებს. პროექტი 2018 წელს დასრულდება და მასში 200 ადამიანია დასაქმებული.

·         ქუთაისში დაგეგმილია ქუთაისის წყალარინების სისტემების მოწესრიგება, მათ შორის, კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა-რეაბილიტაცია. პროექტს ევროპის საინვესტიციო ბანკი და ევროკავშირი ახორციელებს და მისი ღირებულება 100 მლნ ლარია. პროექტის განხორციელების შედეგად ქუთაისის საკანალიზაციო სისტემა სრულად მოწესრიგდება – 2017 წელს დაიწყება და 2020 წელს დასრულდება.

·        2016 წლის ბოლომდე 228 დევნილ ოჯახს ბინები ახალაშენებულ კორპუსებში გადაეცემა; ჯამში, ქუთაისში 25 თექვსმეტსართულიანი კორპუსი აშენდება, რომლებშიც ბინებს 2 000 დევნილი ოჯახი მიიღებს. მათგან ორი კორპუსის მშენებლობა (160 ბინა) 2016 წლის სექტემბერში დასრულდება;

·        შენდება ქუთაისის ახალი ცენტრალური არქივის შენობა;

·        მალე დასრულდება წერეთლის ქუჩის მიმდებარედ მდ. რიონის ნაპირსამაგრი სამუშაოები;

·        განვახორციელებთ საპენსიო რეფორმას, სახელმწიფო პროგრამის – „ცხოვრება გრძელდებაამოქმედებით, პენსიონერებს დასაქმების რეალურ შესაძლებლობებს მივცემთ;

·        2020 წელს საქართველოში C ჰეპატიტის პრობლემა სრულად აღმოიფხვრება;

·        2017 წლიდან სკოლის მასწავლებლის ხელფასი, საშუალოდ, 800 ლარი გახდება;

·        ახალი სასკოლო პროგრამებისა და სახელმძღვანელოების დანერგვით, გავაუმჯობესებთ სწავლის ხარისხს, მეტად განვავითარებთ სასკოლო ინფრასტრუქტურას; უკვე მზადაა 8 საჯარო სკოლის სრული და ნაწილობრივი რეაბილიტაციის პროექტები, რომლებიც მალე განხორციელდება;

·        დაინერგება პროფესიული განათლების გერმანული მოდელი, გაჩნდება დასაქმების სათანადო შესაძლებლობა თითოეული კურსდამთავრებულისთვის;

·        მოხდება 2013 წლის 1 იანვრამდე ჩადენილი საგადასახადო დანაშაულის სრული ამნისტია;

 

·         წავახალისებთ ახალგაზრდულ ინიციატივებს, ვიზრუნებთ მოსახლეობაში ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვაზე.


(R)

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1706
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია