დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ჟურნალისტების მდუმარე აქცია ქუთაისში
ავტორი: ლიკა დევდარიანი
2016/10/14 15:39:02

მოგვეცით მუშაობის საშუალება", "თავისუფალი მედია შეზღუდვების გარეშე", "არა აგრესიას ჟურნალისტებზე", "მედია ზეწოლის გარეშე", “პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა დანაშაულია” - ამ მოთხოვნებით  ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე მდუმარე აქცია გაიმართა.


აქცია  ქუთაისში მოქმედმა მედია საშუალებებისა  და   არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა გაართეს.

 მედიის წარმომადენლებმა ამ ფორმით ქუთაისის 90 - უბანზე მომხდარ ძალადობა გააპროტესტესტეს. ჟურნალისტები საქმის დროულ გამოძიებას და საჯაროდ ბოდიშის მოხდას ითხოვენ.


"არა აგრესიას ჟურნალისტებზე, სწორედ ამ მიზნით შემოვუერთდი აქციას. ვფირობ , რომ ფაქტს სხვა არასამთავრობოეოებიც უნდა გამოეხმაურონ, რადგან მეოთხე ხელისუფლებას თავისუფლად მუშაობის საშუალება მიეცეს." - გვითხრა გვანცა თოთაძემ, ( RICDOG-ის გენერალური მდივანი)

 

აქციის შესახებ კომენტარი გააკეთა ტელეკომანია "იბერიის” ურნალისტმა ლევან ფანცხავამ, რომელიც 8 ოქტომბერს შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა:

 

"წლების წინაც მახსოვს, მსგავსი აქცია გვონდ ამ ადგილზე, სადაც  დღეს ვდგვართ, სამწხაროდ, იგივე მოთხოვნით. მოგეხსენებათ, 90-ე უბანზე განვითარებული მოვლენები არჩევნების ღამეს.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, არა ქვს მნიშვნელობა, ეს იქნება პოლიტიკური თუ სხვა მხარე, რომ, ბოლოს და ბოლოს, დაამთავრონ  ჟურნალისტებზე  ზეწოლა, გვაცალონ ნორმალური მუშაობა, რადგან ჩვენ ვართ ის ადამაინები, რომლებიც ყველა ადგილიდან, სადაც მნიშვნელოვანი ამბავი ხდება, საზოგადოებას ვაწვდით ინფორმციას."


შეგახსენებთ, 8 ოქტომბერს 90- საარჩევნო უბანზე ჟურნალისტებს,სავარაუდოდ ,ქართული ოცნების მხარდამჭერები დაუპირისპირდენენ,რა დროსაც ტელეკომპანიების: GDS-ის და იბერიის ტელეკამერები დაზიანდა.  ფაქტიდან 6 დღე გავიდა, თუმცა  ჯერ რეაგირება არავის მოუხდენია,მიუხედავად იმის, რომ ძალადობაში მონაწილე პირები ნაწილობრივ იდენტიფიცირებული არიან. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება.

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 18540
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია