დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
125 ახალი იუნკერი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში
2016/10/13 18:39:18

დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიის 125 იუნკერი დღეს საქართველოს შეიარაღებულ ძალებს შეემატა.

 

თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, იუნკერებს ფიცის დადება საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ მიულოცეს.


ლევან იზორიამ ყურადრება გაამახვილა ფიცის ერგულებაზე და იუნკერებს დღევანდელი დღე მიულოცა: -გილოცავთ ბატონო იუნკერებო დღევანდელ დიდებულ დღეს! ეს თითოეულის ბიოგრაფიაში იქნება უდიდესი დღე; იმიტომ, რომ დღეიდან თქვენ უკვე სრულფასოვანი წევრები ხართ ქართული შეიარაღებული ძალების. ფიცის დადება საჯაროდ, როგორც დღეს ჩვენ მოვისმინეთ, არის მხოლოდ ღირსეულთა, გამორჩეულთა ხვედრი. იმიტომ, რომ თქვენ საჯაროდ იღებთ უდიდეს პასუხისმგებლობას თქვენი ქვეყნის, ერის წინაშე.

 

ფიცით თქვენ ჩვენს დიდებულ წინაპრებს ესაუბრებით, მათ წინაშე დებთ პირობას, რომ გააგრძელებთ ღირსეულ საბრძოლო ტრადიციებს. დღეიდან თქვენ თითოეულმა უნდა აიღოთ უფრო დიდი პასუხისმგებლობა, უნდა შექმნათ ის რეალობა, რომელიც ფიცის აღსრულებას დასჭირდება და ეს რეალობა უნდა იყოს თავდადებისა და წესიერების მაგალითი, უნდა იყოს მაგალითი იმისა, რასაც ჰქვია, ღირსეული ცხოვრება და თქვენი განათლებით, კვალიფიკაციით, ბრძოლის უნარით, სწორედ, დღეიდან თქვენ ამ რეალობის შექმნა უნდა უზრუნველყოთ და ეს რეალობაა, სწორედ, გარანტი იმისა, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს მომავალში უფრო წარმატებული, უფრო დაცული და უფრო თავისუფალი, მინდა, განსაკუთრებით მივულოცო თქვენს მშობლებს, ოჯახის წევრებს, იმიტომ, რომ თქვენ ხართ ღირსეული შვილები ჩვენი ქვეყნისა.

 

თქვენმა მოღვაწეობამ მომავალში მოგცეთ ყველანაირი საფუძველი იმისთვის, რომ იყოთ ამ ფიცის ერთგულნი. ღმერთი იყოს თქვენი მფარველი! წარმატებებს გისურვებთ და ვისურვებდი, რომ ის მოლოდინები, რომელიც აქვთ თქვენი ოჯახის წევრებს, მშობლებს და მეც, როგორც თქვენს ერთ-ერთ რიგით თანამებრძოლს და გულშემატკივარს, ღირსეულად აგესრულებინოთ!“


- მოხარულები ვართ, რომ ახალი შევსება მივიღეთ. ქვეყანას სჭირდება სამხედრო ინტელიგენცია. ეს ის თაობაა, რომელიც სწორ გზაზე დგას, მათგან გაიზრდებიან მოაზროვნე სამხედროები, რაც ასე მნიშვნელოვანია. ქვეყანა უნდა იყოს მზად დაიცვას საკუთარი ტერიტორიები, ვალდებულებები პარტნიორ ქვეყნებთან და ფასეულობები. ეს ის თაობაა, რომელიც ამას შეძლებს ჩვენთან ერთად“, - განაცხადა გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ.


ფიცის დადებამდე იუნკერებმა და მოწვეულმა სტუმრებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლის დროსა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეებს; შესრულდა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი.


იუნკერთა ფიცის დადების საზეიმო ცერემონიალს თავდაცვის სამინისტროს, გენერალური შტაბისა და სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ. ღონისძიებაზე, ასევე, იმყოფებოდნენ იუნკერთა ოჯახის წევრები, რომლებსაც თავდაცვის მინისტრი გაესაუბრა და შვილების წარმატება მიულოცა.
პირველი კურსის იუნკერებმა გაიარეს ხუთკვირიანი საწყისი საბრძოლო მომზადების ორეტაპიანი კურსი, რომელიც თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს მოიცავდა.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2424
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია