დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
აფიშა
ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში სეზონი პრემიერით გაიხსნა
ავტორი: ლიკა დევდარიანი
2016/10/12 02:08:54

ლადო მესხიშვილის  სახელობის თეატრში 2016-2017 წლის სეზონი პრემიერით გაიხსნა. სპექტაკლი დაიდგა მატეი ვიშნეკის პიესის მიხედვით „რა ვუყოთ ამ ვიოლონჩელოს “(Perpetuum Mobile).  უჩვეულო იგავი ერთ მოქმედებად.  სპექტაკლი დადგა რეჟისორმა გიორგი თავაძემ , მასში მონაწილეობდნენ მესხიშვილის თეტრის გამორჩეული მსახიობები: მარიკა სამანიშვილი, გიორგი შალამბერიძე, თენგიზ ჯავახაძე და გიორგი ქართველიშვილი.   სპექტაკლში გამოყენებული იყო  ბახისა და ვივალდის  მუსიკალური კომპოზიციები, მაყურებელთა ნაწილი სცენაზე ისხდა, რაც დასწრების ეფექტსა და ემოციებს კიდევ უფრო ამძაფრებდა. 


 ჩვენ ვესაუბრეთ სპექტაკლის რეჟისორს,  გიორგი თავაძეს: „  ეს არის რუმინული წარმომავლობის, საფრანგეთში მოღვაწე,  თანამედროვე დრამატურგის პიესა, რომელიც წარმატებით იდგმება ევროპის თეატრალურ სცენებზე. ვინაიდან მისი თემა არის  უცნაური, აქტუალური  და რაღაცნაირად ეხმიანება ჩვენს გაუსაძლის ყოფას, გადავწყვიტეთ, დაგვედგა აღნიშნული სპექტაკლი. მასში მონაწილეობენ მესხიშვილის თეატრის  ძალიან კარგი, წამყვანი მსახიობები, რომელთა უმრავლესობასთანაც არაერთხელ მიმუშავია.  ახალგაზრდა მსახიობ გიორგი შალამბერიძესთან კი პირველად ვიმუშავე და ვთვლი, რომ ის ძალიან ნიჭიერი მსახიობია. ზოგადად, ძალიან საინტერესო ჯგუფთან მომიწია მუშაობა და ურთიერთობა, მადლობა მესხიშვილის თეატრს. მედლობას ვუხდი მერიის კულტურის სამსახურს  ფინანსური მხარდაჭერისათვის, მათი თანადგომა ძალიან მნიშვნელოვანია მსახიობებისთვის, რათა მათ შექმნან ხელოვნების ნაწარმოებები.“

 

შთაბეჭდილებების გაზიარება ვთხოვეთ სპექტაკლში მონაწილე  ერთ-ერთ  მსახიობს, გიორგი შალამბერიძეს: „ყოველთვის მნიშვნელოვანია, როდესაც ქართულ სცენაზე შემოდის თანამედროვე დრამატურგიული ნაწარმოები , მატეი ვიშნეკი ძალიან საინტერესო დრამატურგია და ლიტერატურაც  ასეთივე აქვს. რეჟისორ გიორგი თავაძესთან მუშაობა განსაკუთრებით საინტერესო იყო , რადგან მას აქვს განსხვავებული ხელწერა და  მსახიობებთან მუშაობის სტრატეგია.  ჩემს კოლეგებთან მუშაობაც თავისთავად  სასიამოვნო იყო. ჩვენ არა ერთ სპექტაკლში ვყოფილვართ პარტნიორები. რამდენად კარგად  მოვიტანეთ ეს სპექტაკი თქვენამდე, ეს  უკვე მაყურებლის გადასაწყვეტი და შესაფასებელია.  როგორც ჩემთვის ცნობილია  ქალაქს კიდევ ორი პრემიერა და ზოგადად ძალიან საინტერესო   სეზონი ელოდება."

 

 ლიკა დევდარიანი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 4196
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია