დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ლევილის მამული საქართველოს დაუბრუნდა! - საჯარო ლექცია სტუდენტებისთვის
ავტორი: ლიკა დევდარიანი
2016/10/11 17:19:26

23 სექტემბერს ხელი მოეწერა ლევილის მამულის საქართველოსთვის გადმოცემის აქტს. ამ საკითხთან დაკავშირებით პროფესორ ვახტანგ ამაღლობელის სახელობის ამერიკის შესწავლის ცენტრისა და ჯონ-დოს პასოსის ასოციაციის ორგანიზებით, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ღია ლექცია ჩატარდა.


ლექციაზე თბილისიდან სკაიპით ჩაერთო საქართველოს სახელმწიფოს დიასპორის საკითხების მინისტრი, საქართველოს მინისტრთა კაბინეტის წევრი ბატონი გელა დუმბაძე, რომელიც ამ პროცესში უშუალოდ მონაწილეობდა.

 მისი მიმართვა საკმაოდ ემოციური იყო: „ დიახ, საქართველოს დაუბრუნდა ლევილის  4 ჰექტარი მიწა და შატო, პარიზიდან 34 კილომეტრში. ეს არის მაგალითი იმისა, რომ მშვიდობიანი მოლაპარაკების გზით შესაძლებელია დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება. ეს არ იყო მარტივი, ჩვენ ძალიან რთული დიპლომატიური სამუშაოები გავწიეთ. თუმცა, დიდი მოთმინებით, ნებისყოფით და მონდომებით შედეგს მივაღწიეთ. მე ვიყავი კომისიის თავჯდომარე. ჩემთან ერთად ამ საქმეში დიდი წვლილი შეიტანეს: თეა წულუკიანმა, რომელიც კარგად ფლობს ქართულ და ფრანგულ სამართალს და ენას, ასევე - გოჩა ჯავახიშვილმა, საქართველოს სრულუფლებიან დესპანმა და ნოე ჟორდანიას შვილიშვილმა  ქრისტინა ფაღავამ“.


ამ საკითხზე სტუდენტების იმფორმილობულობის მნიშვნელობაზე გვესაუბრა აკაკი წერეთელის უნივერსიტეტის რექტორი გიორგი ღავთაძე: „ლევილის მამული დიდ ემოციებს და განცდებს იწვევს ჩვენში. მინდა, მადლობა გადავუხადო დღევანდელი დღის ორგანიზატორებს, რადგან ისტორია ისტორიად რჩება, მაგრამ მნიშვნელოვანია,  ახალმა თაობამ რაც შეიძლება, მეტი იცოდეს საკუთარი წარსულის შესახებ. ახალგაზრდებმა, სტუდენტებმა სრულად და სრულყოფილად უნდა იცოდნენ ეს მნიშვნელოვანი ისტორია, რასაც ასეთი შეხვედრები უწყობს ხელს.“


აღნიშნულ საკითხზე კომენტარი გააკეთა ასოცირებულმა პროფესორმა,  ამერიკათმცოდნეობის ცენტრის დირექტორმა, ია იაშვილმა:

 „ნამდვილად მისალოცი და საიამოვნო ფაქტი მოხდა. ის მიწა, რომელიც იყიდა პორველმა ქართულმა ემიგრაციამ და სადაც  თითქმის მთელი სიცოცხლე გაატარა, დღეს  საქართველოს დაუბრუნდა. ამ საკითხში ჯერ კიდევ გურამ შარაძემ შეიტანა დიდი წვლილი. მოკლედ,მრავალწლიანი პროცესი ჩვენს სასიკეთოდ დამთავრდა და ამისათვის მადლობა დიასპორის სამინისტროს. ეს საჯარო ლექცია კი ემსახურება იმ ფაქტს, რომ სტუდენტებმა სწორი და კორექტული ინფორმაცია მიიღონ პირველწყაროდან.


შეხვედრამ საინტერესოდ ჩაირა და სტუდენტებში დიდი ინტერესიც გამოიწვია.


 

ლიკა დევდარიანი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 11052
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია