საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
MDF-ის განცხადება ტელეკომპანია “იბერიას”, GDS-ის, რუსთავი 2-ის და ნეტგაზეთის ჟურნალისტებისთვის პროფესიული საქმიანობის ხელისშეშლის ფაქტებზე
2016/10/09 15:03:25

8-9 ოქტომბერს, არჩევნების გაშუქების პროცესში ქუთაისსა (ტვ  იბერია, GDS, რუსთავი 2) და თბილისში (ნეტგაზეთი) ჟურნალისტთა პროფესიული საქმიანობის ხელისშეშლის კიდევ 2 ინციდენტს ჰქონდა ადგილი:


  • მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს სათანადო კვალიფიკაცია მისცენ ქუთაისსა (ტვ  იბერია, GDS, რუსთავი 2) და თბილისში (ნეტგაზეთი) ჟურნალისტთა მიმართ მომხდარ ინციდენტებს. ქუთაისის ინციდენტის შემთხვევაში კი გამოიძიონ მედიით გავრცელებული ინფორმაცია საჯარო მოხელეთა შესაძლო მონაწილეობის შესახებ მომხდარში.

 

  • http://mdfgeorgia.ge/geo/view_statements/319

    მედიის განვითარების ფონდის განცხადება მარნეულში ტელეკომპანია “იმედის” კამერის დაზიანების გამო

    8 ოქტომბერს, მარნეულის #48 საარჩევნო უბანზე დაპირისპირების დროს ტელეკომპანია "იმედის” გადამღებ ჯგუფს საქმიანობის მხრივ პრობლემები შეექმნა: ქვების დაშენის დროს ოპერატორს კამერა დაუმტვრიეს. როგორც მედიის განვითარების ფონდს "იმედის” საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა ნანა ლეჟავამ განუცხადა, დაზიანებული კამერის გამო არხის გადამღები ჯგუფი ტელევიზიას ადგილზე მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაციას სოციალური ქსელის საშუალებით აწვდის.

    • მოვუწოდებთ საარჩევნო სუბიექტებს ჟურნალისტებს პროფესიული საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობა მისცენ, ხოლო სამართალდამცავ ორგანოებს, ამ ინციდენტზე რეაგირება მოახდინონ.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3399
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია