ვანის რაიონის სოფელ შუამთის N22 საარჩევნო უბანში არჩევნების პროცესი სტაბილურად მიმდინარეობს. კომისიის თავჯდომარის განცხადებით : ” ღმერთის წყალობით ჯერ არანაირი დარღვევა არ ყოფილა, არც ოქმი დაწერილა. პროცესის დაწყების დრო და პირველი ამომრჩეველი აღნიშნულია.”
აღნიშნულ უბანზე დარეგისტრირებულია 1330 ადამიანი, ამ დრომდე კი ხმა მისცა დაახლოებით 500-მა ადამიანმა. სპეციალურ სიაში აღნიშნულია 1, ხოლო გადასატანში - 41 ადამიანი. შუამთის საარჩვნო უბანზეც შეინიშნება ამომრჩეველთა სიმრავლე.