საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
98-ე უბანზე ამომრჩეველმა შემოხაზული ბიულეტენები კომისიას მიუყარა და უბანი დატოვა
ავტორი: ნატო გუბელაძე
2016/10/08 12:32:51

ქუთაისის 59-ე საარჩევნო ოლქის 98-ე უბანზე საარჩვენო პროცესი მაღალი აქტივობით დაიწყო, 8 საათიდან უკვე ამომრჩეველთა რიგი იდგა. თუმცა, მალევე აქ  საარჩევნო წესების დარღვევა და ინციდენტი მოხდა. კერძოდ:


ერთ-ერთმა ამომრჩეველმა, რომელიც კაბინაში უკვე შესული იყო ბიულეტენებით, მოითხოვა დახმარება და მასტან დასახმარებლად თავდაპირველად კაბინაში კომისიის წარმომადგენელი შევიდა, თუმცა თავმჯდომარემ მას შენიშვნა მისცა და რიგითი ამომრცევლის შემოყვანას შეეცადა . ამასობაში დაახლოებით 5 წუთი გავიდა, რასაც კაბინაში მყოფი, დახმარების მომლოდინე ამომრცევლის გაღიზიანება მოჰყვა. შედეგად, მან იქვე მიაგდო ბიულეტენები და უბნიდან გაბრაზებული გაიქცა.


დაბნეულმა კომისიის თავმჯდომარემ ვეღარ გაიგო, როგორ მოქცეულიყო - „რა ვუყო ახლა მე ამ ბიულეტენებს“- შეიცხადა მან და შემდეგ ეს ბიულეტენები რეგისტრატორს შეანახინა. ჩვენი  რედაქციის დამკვირვებლის მოთხოვნით, მან ეს ბიულეტენი შემდეგ კანონის შესაბამისად ბათილად ცნო.

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 18839
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია