დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
კახი კალაძე:"8 ოქტომბერი არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე ჩვენი ქვეყნის უახლოეს ისტორიაში"
2016/10/06 20:28:11
8 ოქტომბერი არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე ჩვენი ქვეყნის უახლოეს ისტორიაში და მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს - 8 ოქტომბერს თითოეულმა ჩვენგანმა უნდა გამოვხატოთ მოქალაქეობრივი პოზიცია, ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან, ახლობლებთან და ნათესავებთან ერთად მივიდეთ საარჩევნო უბნებზე, საარჩევნო ყუთებთან და არჩევნების გზით მივიღოთ გადაწყვეტილება, თუ ვინ უნდა იყოს ქვეყნის ხელისუფლებაში, - ასე მიმართა პარტია „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ კრწანისში გამართული შემაჯამებელი წინასაარჩევნო შეხვედრის მონაწილეებს. 

 
როგორც კალაძემ აღნიშნა, დარწმუნებულია, რომ საქართველოს მოქალაქეები აუცილებლად გააკეთებენ სწორ არჩევანს, მიიღებენ სწორ გადაწყვეტილებას. „დარწმუნებული ვარ, რომ ეს არჩევანი იქნება თავისუფლება, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად ბრძოლით, მშვიდობიანი გზით მოვიპოვეთ. ეს არჩევანი იქნება ქვეყნის სწრაფი განვითარება, ქვეყნის ეკონომიკური წინსვლა, რაც დღეს ყველაზე მეტად სჭირდება ჩვენს ქვეყანას. დღეს ყველაზე მეტად გვჭირდება ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა შევამციროთ სოციალურად დაუცველების რაოდენობა, პენსია იყოს ისეთი, როგორც ეს ევროპულ, განვითარებულ ქვეყნებშია. რაც მთავარია, ჩვენი ქვეყნის თითოეულმა მოქალაქემ უნდა იგრძნოს კეთილდღეობა და ეს ყველაფერი შეუძლია მხოლოდ ერთადერთ ძალას, ეს არის „პარტია ქართული ოცნება“, რომლის უკან დგას ძალიან ბევრი ადამიანი“,-აღნიშნა კახა კალაძემ.
როგორც პარტიის გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, „ქართული ოცნება“, სრულიად საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს, რადგან ეს არის იმ დემოკრატიული გზის გაგრძელება, რომელიც 2012 წელს დაიწყო. „ჩვენ, ყველამ ერთად ძალიან ბევრი რთული ბარიერები გადავლახეთ, თუმცა ღირსეულად გამოვიარეთ სირთულეები. ჩვენ კარგად გვესმის ყველა პრობლემა, ტკივილი, რომელიც აწუხებს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს. მინდა, დაგარწმუნოთ, რომ ქვეყანაში ერთადერთი გუნდი, ერთადერთი პოლიტიკური ძალა არის პარტია „ქართული ოცნება“. „ქართულ ოცნებას“ შეუძლია, ამ პრობლემების მოგვარება“,-განცხადა კახა კალაძემ. ამასთან, კალაძემ კრწანისის რაიონის მცხოვრებლებს პარლამენტისა და თბილისის საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატები, ბექა ოდიშარია და ქეთი მამულაშვილი კიდევ ერთხელ წარუდგინა. „დღეს ჩვენთან ერთად არიან ჩვენი თანაგუნდელები, ადამიანები, რომლებიც თავისი პროფესიონალიზმით, მერწმუნეთ, ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ პირველ რიგში გემსახურონ თქვენ, ხალხს. ყველა ტკივილი, ყველა წუხილი, პრობლემა, რომელიც აქვს თითოეულ თქვენგანს, მიიტანოს ცენტრალურ ხელისუფლებაში, მთავრობაში და შესაბამისად, ეს პრობლემები იქნეს მოგვარებული.
მე დღეს მინდა წარმოგიდინოთ თქვენთვის უკვე კარგად ცნობილი ადამიანები, ბექა ოდიშარია და ქეთი მამულაშვილი“,-განაცხადა პარტიის ცენტრალური შტაბის უფროსმა. როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, მათ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ქონდათ ბევრი შეხვედრა, თითოეულ ოჯახში მივიდნენ, ესაუბრნენ, აუხსნეს, თუ რას პირდება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ ხალხს, როგორი იქნება მომავალი ოთხი წელი. „ეს ადამიანები, თქვენთვის ცნობილი ადამიანები არიან. 
 
მინდა, წარმოგიდგინოთ ბექა ოდიშარია, რომელიც იქნება ღირსეული წარმომადგენელი უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში. ძალიან კარგად მესმის, რამხელა პასუხისმგებლობაა, იყო კონკრეტული რაიონის წარმომადგენელი პარლამენტში. დარწმუნებული ვარ, რომ ბექა ნაცვლიშვილი ღირსეულად გაართმევს პასუხისმგებლობას თავს და ჩვენს გუნდთან, გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, ყველაფერს გააკეთებს, რომ ყველა პრობლემა, რომელიც აწუხებს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, მოგვარდეს. ასევე, მინდა, წარმოგიდგინოთ ქეთი მამულაშვილის კანდიდატურა თბილისის საკრებულოში. გულწრფელად მინდა, წარმატებები ვუსურვო. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი თანადგომით, თქვენი დახმარებით აუცილებლად გავიმარჯვებთ“,-აღნიშნა კახა კალაძემ.
(R)
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2388
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია