დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რა უნდა ვიცოდეთ არჩევნების შესახებ?
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2016/10/05 15:07:01

ვაგრძელებთ რუბრიკას ,,კითხვაპასუხი საპარლამენტოარჩევნები 2016“ 

რუბრიკა მომზადებულიაპროექტის ,,რეგიონული მედია  არჩევნებისთვის“ ფარგლებში.

 

 

 

        რა შემთხვევაში ტარდება ხელახალი არჩევნები?

ხელახალი არჩევნები ტარდება იმ შემთხვევაში, თუ არჩევნები არჩატარებულად გამოცხადდა საარჩევნო ოლქების მესამედზე მეტში

 

        როდის უწყდებათ უფლებამოსილება საოლქო საარჩევნო კომისიაში პარტიის მიერ დანიშნულ პირებს?

არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებისთანავე.

 

        რომელი საარჩევნო კომისია ახდენს ამომრჩევლებისათვის საარჩევნო ბარათების დარიგებას?

საარჩევნო ბარათების დარიგებას ახდენს საუბნო საარჩევნო კომისია.

 

        რომელი რეკვიზიტი არ შეიტანება ამომრჩეველთა ერთიან სიაში?

საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის სერია და ნომერი.

 

კენჭისყრამდე რა ვადაში იკრძალება პარტიის მიერ დანიშნული საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის გამოწვევა?

კენჭისყრამდე 15 დღით ადრე.

 

        რამდენი კაბინა უნდა დაიდგას თუ უბანზე 1300 ამომრჩეველირეგისტრირებული?

1300 კაციან საარჩევნო უბანზე უნდა დაიდგას მინიმუმ 3 ფარული კენჭისყრისთვის განკუთვნილი კაბინა.

 

 

დღის რა პერიოდში იმართება კენჭისყრა არჩევნების დღეს?

        დილის 8 საათიდან 20 საათამდე;

 

        დილით რომელ საათზე იხსნება საარჩევნო უბანი არჩევნების დღეს?

დილის 7 საათზე.

 

        კენჭისყრის შენობის დროებით ჩაკეტვის, კენჭისყრის შეწყვეტის ან შეჩერების, შემდეგ ვინ იღებს გადაწყეტილებას მისი გახსნისა და გაგრძელების შესახებ?

კენჭისყრის შენობის გახსნისა და კენჭისყრის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებას ერთპიროვნულად იღებს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, რომელსაც ეკისრება სრული პასუხისმგებლობა ამ გადაწყვეტილების მიღებისათვის.

 

 

        მაქსიმუმ რა დროით შეიძლება იმყოფებოდეს ამომრჩეველი კენჭისყრის შენობაში არჩევნების დღეს?

ზუსტად ის დრო, რაც დასჭირდება ხმის მიცემის პროცედურისთვის;

 

        ვინ უნდა გადასცეს ბიულეტენი ამომრჩეველს?

ამომრჩეველს თავისი არჩევანის დასაფიქსირებლად ბიულეტენი უნდა გადასცეს ამომრჩეველთა რეგისტრატორმა.

 

        როდის აჯამებს ცენტრალური საარჩევნო კომისია პარლამენტის არჩევნების შედეგებს?

არჩევნების დღიდან არაუგვიანეს 30- დღისა.

 

 

-         ვის აქვს უფლება, საარჩევნო პროცედურასთან დაკავშირებით გამოთქმული შენიშვნა, პრეტენზია და საჩივარი ასახოს კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში?

 კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე ყველა პირს

 

-         საუბნო საარჩევნო კომისიის რომელი წევრი ახდენს ამომრჩევლის მარკირებას?

ამომრჩევლის მარკირებას ახდენს საუბნო საარჩევნო კომისიის ამომრჩეველთა რეგისტრატორი კომისიის წევრი.

 

-          განისაზღვრება გადასატანი საარჩევნო ყუთის თანმხლები კომისიის წევრების ვინაობა?

გადასატანი საარჩევნო ყუთის თანმხლები კომისიის წევრების ვინაობა განისაზღვრება წილისყრით.

 

-         საუბნო საარჩევნო კომისიის რამდენი წევრი მონაწილეობს გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით კენჭისყრის ჩატარებაში?

საარჩევნო კომისიის 2 წევრი.

 

 

-         ვინ უნდა უზრუნველყოს იმ ამომრჩეველთა სიის შედგენა, რომლებიც კენჭისყრის დღეს სხვა სახელმწიფოში იმყოფებიან და რომლებიც დგანან საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე?

-         ამ პირთა სიას ადგენს შესაბამისი საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელი.

 

-         ვინ არის პასუხისმგებელი იმ ამომრჩეველთა მონაცემების სისწორეზე, რომლებიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო საავადმყოფოში წვანან სამკურნალოდ და კენჭისყრის დღისთვის ვერ იქნებიან გაწერილი და არიან შეყვანილნი ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში?

      შესაბამისი სამკურნალო დაწესებულების ხელმძღვანელი.

 

 

-         სად აღინიშნება ამომრჩევლის გადაყვანა გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში და ვის მიერ უნდა იქნას ის დადასტურებული?

 

ამომრჩეველთა ერთიან ან სპეციალურ სიაში, რაც დასტურდება საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და კომისიის მდივნის ხელმოწერებით.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2625
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია