დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ლელა სებუა კანდიდატებს დებატებში იწევს
ავტორი: ლიკა დევდარიანი
2016/10/05 09:39:46

ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატმა ლელა სებუამ 49– ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატები ქალთა საკითხებისადმი დამოკიდებულებების გასარკვევად დებატებში გამოიწვია.
სებუამ ბრიფინგზე სააარჩევნო პერიოდში ქალ და მამაკაც მაჟორიტარობის კანდიდატებს შორის არსებულ არათანაბარ წინასაარჩევნო გარემოზე არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიის წარმომადგენლებთან ისაუბრა. შეხვედრაზე სებუამ არასამთავრობო ორგანიზაციებს კანდიდატებს შორის არსებულ არათანაბარი გარემოს ანალიზისკენ მოუწოდა

"
შეხვედრა იმ გენდერულად არათანაბარ გარემოს ეხებოდა, რომელშიც წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში გვიწევს მუშაობა ქალ მაჟორიტარებს, ჩემი რეკომენდაცია არასამთავრობოებისთვის იყო ის, რომ ითანამშრომლონ გაცილებით ღრმად ქალ მაჟორიტარობის კანდიდატებთან, შეაფასონ რამდენად ბალანსირებულად მიმდინარეობს წინასაარჩევნო პერიოდი. თუკი ყველა ქალი ვერ მოხვდება საკანონდებლო ორგანოში, არასამთავრობო ორგანიზაციებს მოვუწოდებ, საარჩევნო პერიოდის ანალიზი გააკეთონ რამდენად თანაბარი იყო გარმეო ქალი და მამაკაცი მაჟორიტარობის კანდიდატებისთვის. ჩემი მოწოდება ასევე იყო ის, რომ ქალებმა განსაკუთრებული აქტივობა გამოიჩინონ ამ არჩევნებში და მხარი დაუჭირონ საკუთარი გადაწყვეტილების საფუძველზე სასურველ კანდიდატებს,-“განაცხადა ლელა სებუამ.

ცნობისთვის, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატის სტატუსის მოსაპოვებლად 7 ქალი იბრძოლებს

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1809
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია