დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
15 საარჩევნო უბანში 130 გარდაცვლილი ფიქსირდება'
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2016/09/10 09:32:31

საარჩევნო სიებში გარდაცვლილი ადამიანების არსებობის შესახებ, ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატმა, თემურ ცამციშვილმა ისაუბრა. მისი თქმით, N48– ოლქში არსებული 41 საარჩევნო უბნიდან, 15 უბანში აღმოჩენლ გარდაცვლილთა რაოდენობა, 130–ის ტოლია.

ცამციშვილი ამბობს, რომ სიებში გარდაცვლილების არსებობა, იუტიციის სამინისტროს დაუდევრობის შედეგია

"
ჩემს საარჩევნო ოლქში 41 უბანია. გვაქვს ზუსტი მონაცემები, რომლის მიხედვითაც 15 უბანში 130 გარდაცვლილი ფიქსირდება, რაც იუსტიციის სამინისტროს დაუდევრობით შეიძლებოდა მომხდარიყო. სიების შედგენა, რომელიც მერე საოლქოს გადაეცემა, მათი მოვალეობაა. სიაში 8 წლის წინ გარდაცვლილი ადამიანის სახელი და გვარიც წერია. არ ეტყობა ამ სიებს, რომ გადამუშავების პროცესში იყო,"– ამბობს ცამციშვილი.

საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, ავთანდილ ოსეფაიშვილი, აღნიშნულთან დაკავშირებით, კომენტარს აკეთებს:

"
იმისათვის, რომ პიროვნება ამოღებულ იქნას საარჩევნო სიიდან, გარდაცვლილთა ოჯახის წევრებმა უნდა შეავსონ სპეციალური ბლანკი და გვაცნობონ მათი ახლობლის გარდაცვალების შესახებ. თუ რომელიმე პარტია მოგვაწვდის მსგავს ინფორმაციას, ჩვენ მზად ვართ რეაგირებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ არ გამოვრიცხავ, გარდაცვლილთა ნაწილის სიებში მაინც დარჩენას, ეს ფაქტი არჩევნებზე ზეგავლენას ვერ მოახდენს,"-განაცხადა ავთანდილ ოსეფაიშვილმა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1804
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია