დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
-ბურჭულაძის პარტიის პროგრამა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2016/09/20 09:26:35

პაატა ბურჭულაძე გუნდთან ერთად საჩხერეს, ბაღდათს, თერჯოლას და ჭიათურას ესტუმრა

მათივე ინფორმაციით, ჭიათურაში პაატა ბურჭულაძემ მოსახლეობას მაჟორიტარობის კანდიდატი თემურ გვალია გააცნო. შეხვედრაზე პარტიის ლიდერებმა ადგილობრივებს ის ეკონომიკური და სოციალური პროგრამა წარუდგინეს, რაც ქვეყანაში გაჭირვების დონეს საგრძნობლად შეამცირებს და სოციალურად დაუცველებს დახმარებას გაუზრდის. პარტიის პროგრამის მიხედვით სოციალურად დაუცველ მოსახლეობას დახმარება გარანტირებულად შეუნარჩუნდებათ 4 წელი და დაუფინანსდებათ მედიკამენტების შესყიდვა.

ჭიათურაში უამრავი პრობლემაა. მათ შორის უმთავრესი ეკოლოგიური და სასმელი წყლის პრობლემაა. წვიმიანობის დროს მთის მომწამვლელი ნალექი სასმელ წყალს ერევა და საშიში ხდება მოსახლეობისთვის. ასევე შესაცვლელია მაღაროელების საცხოვრებელი პირობები და ჩვენ მათ სპეციალური პირობები უნდა შევთავაზოთ. ასევე არ შეიძლება მანგანუმით დატვირთული გადამზიდი მანქანები ქალაქის ცენტრალური გზით სარგებლობდნენ, რადგან ყველა კვლევის მიხედვით ჭიათურაში გახშირდა სხვადასხვა საშიში დაავადებები“, - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1680
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია