კანდიდატებს მანდატები გადაეცათ. მანდატების მიღების შემდეგ კანდიდატებმა წინასაარჩევნოდ არსებული პრობლემების შესახებაც ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ დარღვევები, რომლებიც არსებობს, ყურადღების მიქცევას საჭიროებს.
ძირითადი აქცენტები არარეგისტრირებულ მისამართებზე გაკეთდა. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატის გიგი წერეთელის განცხადებით, წინასაარჩევნო პერიოდში რამდენიმე სახის დარღვევას ჰქონდა ადგილი.
"წინასაარჩევნო პერიოდში დარღვევები არის. ძირითადად არარეგისტრირებულ ნომრებთან დაკავშირებით არსებობს პრობლემა. შევქმენით სადამკვირვებლო ჯგუფი, რომლის მუშაობის დასრულების შემდეგ ცესკოს დეტალურ ანგარიშს წარვუდგენთ,"- განაცხადა წერეთელმა.