საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
PACE–ს წინასაარჩევნო მისიის შეფასებები
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2016/09/14 16:36:21

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) დელეგაციამ მიმდინარე კვირას საქართველოში სტუმრობის შემდეგ განაცხადა, რომ საარჩევნო გარემო დემოკრატიულია. 

შვიდწევრიანი დელეგაცია, რომელსაც ლიტველი დეპუტატი ევროპის სახალხო პარტიიდან, ემანუელის ზინგერისი ხელმძღვანელობდა, საქართველოს 13–14 სექტემბერს   საპარლამენტო არჩევნების წინ საარჩევნო კამპანიის და პოლიტიკური კლიმატის შეფასების მიზნით სტუმრობდა.

დელეგაციამ განაცხადა, რომ მან ადგილზე „პლურალისტური პოლიტიკური და მედია გარემო და ქმედითი სამართლებრივი ჩარჩო“ იხილა.

„მართალია დელეგაციამ იგრძნო, რომ ზოგადი კლიმატი იმაზე გაცილებით ნაკლებად დაძაბულია, ვიდრე წინა არჩევნების დროს იყო, მაგრამ სხვადასხვა მოსაუბრეებთან დისკუსიების შემდეგ მან საჭიროდ ჩათვალა ხაზი გაესვა, რომ ყველა პარტიამ უარი უნდა თქვას კამპანიის დროს ძალადობის და ოპონენტების შევიწროების ნებისმიერ ფორმაზე“, – განაცხადა PACE–მ 15 სექტემბერს გავრცელებულ  პრეს–რელიზში.

„რა თქმა უნდა, დელეგაციამ მოისმინა ბრალდებები კანდიდატების და ამომრჩევლების წინააღმდეგ  ძალადობის, დაშინების, შევიწროების და შანტაჟის მიუღებელი ქმედებების შესახებ. ერთეული შემთხვევაც რომ იყოს, ამგვარი ქმედებები თავიდან უნდა იქნას აცილებული კანდიდატების, პარტიის წევრების ან მხარდამჭერების წინააღმდეგ, ასევე მუქარა ჟურნალისტების წინააღმდეგ. ამის ჩამდენი პირები უნდა გამოვლინდნენ და დაისაჯონ. დელეგაციამ ასევე განაცხადა, რომ საარჩევნო კამპანიაში ადმინისტრაციული რესურსების არასათანადო გამოყენება არ უნდა მოხდეს“.

დელეგაციის თქმით, „ყველა პარტიამ რეალურ საკითხებზე უნდა გაამახვილოს ყურადღება“; მან მოუწოდა ყველა დაინტერესებულ მხარეს და „განსაკუთრებით, ხელისუფლებას, რომ თავიდან აიცილონ ნებისმიერი ის ქმედება, რომელმაც შესაძლოა არჩევნების წინ  პოლიტიკურ გარემოში დაძაბულობა გაზარდოს“.

PACE–ს წინასაარჩევნო მისიის შემადგენლობაში ასევე შედიოდნენ: ფრანგი დეპუტატი სოციალისტების ჯგუფიდან მარივონ ბლონდინი; ესპანელი დეპუტატი ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსიდან ევროპისთვის (ALDE) ჯორდი შუკლა; ნორვეგიელი ინგებიორგ გოდსკესენი ევროპის კონსერვატიული ჯგუფიდან; გერმანელი დეპუტატი ანდრეი ჰუნკო გაერთიანებული ევროპელი მემარცხენეების ჯგუფიდან; და ასევე საქართველოს საკითხზე თანამომხსენებლები - ლატვიელი დეპუტატი ბორის სილევიჩი სოციალისტების ჯგუფიდან და შვედი კერსტინ ლანდგრენი ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსიდან ევროპისთვის (ALDE).

ვიზიტის ფარგლებში დელეგაცია შეხვდა პრემიერ–მინისტრს; პარლამენტის თავმჯდომარეს და სხვა დეპუტატებს; ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს; შინაგან საქმეთა მინისტრს; საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ხელმძღვანელს, ასევე საპარლამენტო და არასაპარლამენტო პოლიტიკური პარტიების ლიდერებს და წარმომადგენლებს; სამოქალაქო საზოგადოების და მედიის წარმომადგენლებს; OSCE/ODIHR–ის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მოადგილეს და თბილისში აკრედიტებულ უცხოელ დიპლომატებს.  

PACE ასევე გეგმავს 32–წევრიანი დელეგაციის გამოგზავნას არჩევნების დღეს ხმის მიცემის პროცესის დასაკვირვებლად

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1114
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია