დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სამართლიანი არჩევნების IV შუალედური ანგარიში
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2016/10/02 16:32:18

საანგარიშო პერიოდში წინასაარჩევნო კამპანია განსაკუთრებით აქტიურ ფაზაში შევიდა. „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლები 1 სექტემბრიდან 1 ოქტომბრის ჩათვლით  საარჩევნო სუბიექტების მიერ გამართულ 643 საჯარო შეხვედრას დააკვირდნენ.

საარჩევნო კამპანიის გააქტიურების კვალდაკვალ გახშირდა საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის ფაქტები, რომელიც საფრთხეს უქმნის თავისუფალ და სამართლიან საარჩევნო გარემოს. ორგანიზაციის დაკვირვებით საანგარიშო პერიოდში გამოვლინდა სამსახურიდან სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების 3; ზეწოლა მუქარის 11; ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების 12; კამპანიისთვის ხელის შეშლის 8; ფიზიკური დაპირისპირების 6; ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის 4; პარტიული ოფისის დაზიანების 2; სააგიტაციო მასალების დაზიანების 37; სიძულვილის ენის გამოყენების 4; არაუფლებამოსილი პირის მიერ აგიტაციაში მონაწილეობის 8  ფაქტი

არჩევნების მოახლოებასთან ერთად, პოლიტიკურ ოპონენტებსა და აქტივისტებს შორის ფიზიკური დაპირისპირების საგანგაშო შემთხვევები დაფიქსირდა. ძალისა და ცივი იარაღის გამოყენების შემთხვევების შედეგად ფიზიკური დაზიანებები მიიღეს როგორც ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების, ასევე მმართველი პარტიის აქტივისტებმა და მხარდამჭერებმა, რის შედეგადაც რამოდენიმე მათგანი ჰოსპიტალიზებულია. ფაქტებთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

კენჭისყრის დღის თარიღის მოახლოებასთან ერთად მნიშვნელოვნად გაიზარდა სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით ოპოზიციური პარტიების წევრებისა და აქტივისტების მიმართ განხორციელებული ზეწოლა-მუქარის შემთხვევები. ზეწოლა და მუქარა ძირითადად ოპოზიციური საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენელთა მიმართ ფიქსირდება და სხვადასხვა ფორმით გამოიხატება. ოპონენტი პარტიების წარმომადგენლებისამართლიანი არჩევნებისდამკვირვებლებთან სიტყვიერ მუქარაზე, სოციალური დახმარების მოხსნისა და სხვადასხვა ფორმით დაშინებებზე საუბრობენ

სავარაუდო ზეწოლის ფაქტები დაფიქსირდა საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირების არჩევასთან დაკავშირებით. იმ საუბნო კომისიაში, სადაც ხელმძღვანელ პოზიციებზე (კომისიის თავმჯდომარე; კომისიის მდივანი) ოპოზიციური პარტიების მიერ დანიშნული წევრები აირჩიეს, მოგვიანებით, კენჭისყრაში მონაწილე კომისიის წევრებმა კომისიის შემადგენლობა დატოვეს,  ხოლო ერთ შემთხვევაში საუბნო კომისიის ოქმი გადაასწორეს და არჩეული მდივნის ნაცვლად სხვა კომისიის წევრი მიუთითეს.

ხშირი იყო კამპანიური ხასიათის ღონისძიებებზე ოპონენტებისთვის ხელის შეშლის შემთხვევები. პარტიების შეხვედრებზე, ძირითადად, საწინააღმდეგო განწყობებით ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლები ესწრებოოდნენ და სხვადასხვა ფორმით ცდილობდნენ კამპანიისთვის ხელის შეშლას. საგულისხმოა, რომ 14 სექტემბერს უწყებათაშორისმა კომისიამ პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო სუბიექტებისთვის რეკომენდაცია გამოსცა  და მოუწოდა მათ, მიმართონ ყველა ძალისხმევას, რათა უზრუნველყონ, რომ მათმა აქტივისტებმა და მხარდამჭერებმა თავი შეიკავონ კონკურენტი პოლიტიკური პარტიის ან მათი კანდიდატების წინასაარჩევნო შეხვედრებზე დასწრებისაგან, ასევე, ამ შეხვედრების წინააღმდეგ მიმართული ნებისმიერი კონტრაქციისგან, რაც გამორიცხავს პოლიტიკურ ნიადაგზე სიტყვიერი თუ ფიზიკური დაპირისპირების რისკს. გარდა ამისა, იუსტიციის მინისტრის წინადადებით, 11 პოლიტიკური პარტია საარჩევნო პერიოდში ძალადობის წინააღმდეგ კამპანიაში ჩაერთო და სპეციალური ვიდეორგოლში - „ძალა ვნებს არჩევნებს“  - ძალადობის წინააღმდეგ მოწოდებებით გამოვიდა. აღნიშნული ინიციატივების მიუხედავად, პოლიტიკური ოპონენტების მიმართ ფიზიკური ძალადობისა და კამპანიისთვის ხელის შეშლის შემთხვევები გაიზარდა.

განსაკუთრებით იმატა წინასაარჩევნო სააგიტაციო მასალების - პარტიული დროშების, პლაკატების და ბანერების დაზიანების შემთხვევებმა. დაზიანება ძირითადად, პლაკატების ჩამოხევაში, სხვადასხვა სუბიექტის პლაკატების ერთმანეთზე გადაკვრაში გამოიხატება. რამდენიმე შემთხვევის გარდა, შეუძლებელია ფაქტის ჩამდენი პირების იდენტიფიცირება. აღნიშნულთან დაკავშირებით, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისმა კომისიამ რეკომენდაცია  გამოსცა და პოლიტიკურ პარტიებს/საარჩევნო სუბიექტებს მოუწოდა, „გასცენ მკაფიო მითითება იმის შესახებ, რომ მათ აქტივისტებსა და წარმომადგენლებს კატეგორიულად ეკრძალებათ კონკურენტი პარტიის (საარჩევნო სუბიექტის) სააგიტაციო მასალის ჩამოხსნა, ჩამოხევა, დაფარვა, დაზიანება  ან განთავსებაში უკანონოდ ხელის შეშლა”. 

საანგარიშო პერიოდში დაფიქსირდა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების მზარდი ტენდენცია. ადმინისტრაციულ რესურსს, ძირითადად ადგილობრივი თვითმმართველობები იყენებენ მმართველი პარტიის მხარდასაჭერად. ორგანიზაციის მიერ დაფიქსირდა ბეჭდვითი 

სააგიტაციო მასალების დამზადების და უფასოდ გავრცელების, შენობა-ნაგებობების გამოყენების, ბიუჯეტით დაფინანსებულ ღონისძიებაზე ორგანიზატორის მიერ აგიტაციის გაწევის შემთხვევა, რაც საარჩევნო კოდექსის თანახმად აკრძალულ ქმედებას წარმოადგენს. აღსანიშნავია ზოგიერთ მუნიციპალიტეტის ინიციატივა, მოკლე ტექსტური შეტყობინებებით მოქალაქეებისთვის ცალკეული პროექტების მიმდინარეობის თუ დასრულების შესახებ ინფორმაციის მიწოდების თაობაზე. მუნიციპალიტეტების მხრიდან წინასაარჩევნოდ აღნიშნული ინიციატივების განხორციელება შესაძლოა წარმოადგენდეს ამომრჩეველის ნებაზე ზემოქმედების ფორმას და შეიცავს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ნიშნებს

საანგარიშო პერიოდში, საარჩევნო სუბიექტიდავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსიწინასაარჩევნო კამპანიაში მკვეთრად გამოხატული ქსენოფობიური მოწოდებებით გამოირჩეოდა. პარტიის რამდენიმე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი და აქტიური წევრები წინასაარჩევნო კამპანიისას სიძულვილის ენას იყენებენ. პარტიამ წინასაარჩევნო რეკლამა დაამზადა და გამოაქვეყნა, რომელშიც ანტითურქული მოწოდებები გამოიყენა და ამომრჩეველს მოუწოდა წინასაარჩევნოდ ანტითურქული განწყობის გამოსახატად შეკრებილიყვნენ. კლიპის შინაარსში სიძულვილის ენის გამოყენების საკითხს ცესკო სწავლობს.   

 

წინასაარჩევნო პერიოდში გრძელდება პოლიტიკურად აქტიური პირების უკანონო მიყურადების შემთხვევები. აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში ინტერნეტის მეშვეობით გავრცელდა სავარაუდოდ საქართველოს ექს-პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა დაერთიანი ნაციონალური მოძრაობისწევრების საუბრის აუდიო ჩანაწერი. ჩანაწერის მიხედვით, აღნიშნული პირები საარჩევნო პროცესების რევოლუციური გზით განვითარების სცენარს განიხილავენ. აღნიშნული ჩანაწერების გავრცელებას წინ უსწრებდა მმართველი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელთა განცხადებები იმის თაობაზე, რომერთიანი ნაციონალური მოძრაობასაარჩევნოდ დესტაბილიზაციასა და არეულობის გამოწვევას გეგმავს. მნიშვნელოვანია, საგამოძიებო ორგანოებმა აწარმოონ ეფექტური და მიუკერძოებელი გამოძიება ერთის მხრივ, როგორც ჩანაწერების ავთენტურობის და დანაშაულებრივი განზრახვის რეალურობის დასადგენად, ასევე, უკანონო ფარული მიყურადების დანაშაულის წინააღმდეგ საბრძოლველად.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1697
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია