დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
პირველი ქართული ვისკის - „JIMSHER” - შემქმნელი ჯიმი ჩხაიძეა
2016/10/03 21:30:22

პირველი ქართული ვისკის „JIMSHER” პრეზენტაცია გაიმართა. ახალი ქართული პროდუქტის შემქმნელი ჯიმი ჩხაიძეა.

 

ვისკი „JIMSHER” ტრადიციული ვისკის ტექნოლოგიით და ქართული მარცვლეულისგან დამზადებული სასმელია. პრეზენტაციაზე სამი სახეობის ვისკი იყო წარმოდგენილი: ვისკი - ტრადიციული საფერავის ნამყოფ კასრში; ვისკი - წინანდლის კასრში დავარგებული ნახადი და ქართული ბრენდის კასრში ნამყოფი ვისკი.

 

“საუკეთესო შოტლანდიური ტრადიციების მიხედვით დამზადებული ვისკის განმეორებითი დავარგება - ხდება წინანდლის, საფერავისა და ქართული ბრენდის მუხის კასრებში, რომლებშიც მანამდე, სწორედ აღნიშნული სახეობის სასმელების დავარგება ხდებოდა. შედეგად ვივიღეთ 3 სახეობის ვისკს, რომლებიც ვისკის შესახებ სრულიად ახალ ისტორიას - ქართული აქცენტებით გვიყვება და ეს აქცენტები იმდენად უნიკალურია, რომ ვფიქრობ სრულიად ჩრდილავს მის ფუნდამენტს და წინა პლანზე გადმოდის“, - აცხადებს ჯიმშერ ჩხაიძე.

 

სასმელის ბოთლისა და ეტიკეტის დიზაინი ქართველმა დიზაინერმა ზვიად ციკოლიამ შექმნა. ვისკი საქართველოს გარდა საექსპორტო ბაზარზეც გავა, რაც საშუალებას იძლევა მსოფლიოსთვის ქართული კულტურის გაზიარებას.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 11234
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია