დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ნაციონალების შეხვედრამ ამომრჩეველთან საგზაო მოძრაობა შეაფერხა
2016/10/01 18:10:00

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის იმერეთის რეგიონის მაჟრიტარობის კანდიდატები და პარტიის ლიდერები საკუთარ ამომრჩეველს დღეს, ქუთაისის მერიის წინ, რუსთაველის გამზირზე შეხვდნენ. შეხვედრას 2000-ზე მეტი მხარდამჭერი ესწრებოდა.

 

ადგილზეე არანაირ ექსცესს ადგილი არ ჰქონია. დღევანდელი შეკრების გამო დაახლოებით 3 საათის განმავლობაში გადაიკეტა რუსთაველის გამზირის ნაწილი, რის გამოც მნიშვნელოვნად შეფერხდა ავტოსაგზაო მოძრაობა.

 

მაჟორიტარობის კანდიდატებმა კიდევ ერთხელ მიმართეს მხარდამჭერებს და საარჩევნო პროგრამის მთავარი მესიჯები კიდევ ერთხელ შეახსენეს მათ.


-ქუთაისი ისევე, როგორც მთლიანად საქართველო, ელოდება ცვლილებებს, ელოდება წინსვლას, პრობლემების მოგვარებას, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

 

სოფო მანჯგალაძე

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3953
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია