საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
მოდი - „შენ შეგიძლია ცეკვა!“
ავტორი: ლიკა დევდარიანი
2016/10/03 18:05:35

ყველაზე ცეცხლოვანი, სახალხო  და სიურპრიზებით აღსავსე მეგა-შოუ „შენ შეგიძლია ცეკვა“ სტარტს იღბს. კონკურსანტების შესარცევ ტურს ბათუმის შემდეგ ქუთაისმა უმასპინლა.


კონკურსში იმერეთის რეგიონისა და სამეგრელოს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.  ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში მონაწილეთა შერჩევა 2 საათი გაგრძელდა და სრული ანშლაგით ჩაიარა. მაყურებელი, მონაწილეეების გარდა, აღაფრთოვანა  წამყვანმა და საუკეთესო ჟურიმ, რომელთა ვინაობასაც ექსკლუზიურად გავაცნობთ ჩვენს მკითხველს.


მეგა-შოუს წამყვანია ენერგიული ჟურნალისტი - ეკა ამირეჯიბი.  ჟიურის წევრებად იხილავთ: სალომე ჭაჭუას, დუტა სხირტლაძეს, ნათია ქველიაშვილი-ფანგანს და უცხოელ მოცეკვავეს, ზაკს.


კონკურსზე სულ 22- მა მონაწილემ იცეკვა, მათი უმრავლესობა მეორე ტურში გადავიდა და  3-4 ოქტომბერს თბილისში იცეკვებს. კონკურსის პირობებიდან გამომდინარე, ნებისმიერი ასაკის ადამიანს შუძლია, შეასრულოს მისთვის სასურველი  ჟანრის ცეკვა. ამ მხრივ  მაყურებელი და ჟიური აღაფრთოვანა 70 წლის ქალბატონის მიერ შესრულებულმა „ფლამინგომ“.


 ჟიურის ერთ-ერთი წევრის, ზაკის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა ქართულმა ცეკვებმა. „ მე ახლა ვეცნობი ქართულ კულტურას ამ მხრივ და ეს საოცრებაა“- განაცხადა მან.


ინდივიდუალური მონაწილეების გარდა, მეორე ტურში გადასასვლელად იბრძოდნენ, წყვილები, ჯგუფები და ერთი ანსამბლიც.


კონკურსს არც ექსპრომტების გარეშ ჩაუვლია . შესვენების დროს მაყურებელს რომ არ მოეწყინა, ჟიურიმ კონკურსის გარეშე  თავისუფალი ნომრის შესრულება სთხოვა ერთ-ერთ გოგონას, რომელიც ყველა გამომსვლელის ნომერზე ცეკვავდა. მან მთიულური შასრულა და სრულიად მოულოდნელად ჟურის წევრმა დუტა სხირტლაძემ პირდაპირ მეორე ტურში ცეკვა შესთავაზა.


„ მე ვარ ქრისტინა ოღრენიძე, 18 წლის, სამტრედიიდან. ძალიან მიყვარს ცეკვა. ქასტინგზე მოვედი, როგორც მაყურებელი და მოულოდნელად სცენაზე აღმოვჩნდი. ზოგადად მახასიათებს ასეთი ექსპერიმენტული რაღაცეეები. ჟიურის მოეწონა ჩემი ცეკვა და მეორე ტურში გადამიყვანა. ძალიან ბედნიერი ვარ, ემოციების ქვეშ ვარ, სიზმარში მგონია თავი. ასეთი რაღაცეები ხომ მხოლოდ ოცნებებში  ხდება.


ჩვენ გავესაუბრეთ ჟიურს ყველაზე მკაცრ წევრს, სალომე ჭაჭუას:

„მოკლედ, მაყურებელს ელოდება ძალიან მაგარი შოუ, იმიტომ, რომ იწყება მეგა- შოუ, რომლის ანალოგიც ჯერა არ ყოფილა საქართველოში. პროექტის მიზანია, საქართველოს მასშტაბით  ვიპოვოთ 14 საუკეთესო მოცეკვავე. რაც შეეხება დღევანდელ კონკურსს, სხვათა შორის, ასეთ  შუს არ მოველოდი. ძალიან კაარგი მონაწიილეები გავიცანით. რა თქმა უნადა, იყვნენ სუსტები და ძალიან ცუდებიც, მაგრამ საერთო ჯამში, შოუ შედგა.  ძალიან მოგვეწონა, კარგად გავერთეთ ჩვენც და მაყურებელიც.“


ამ გრანდიოზულ მეგა-შოუს  ტელე- მაყურებელი ნოემბრის  ბოლოს იხილავს „იმედზე“, მანამდე კი შესარჩევი ტურები გაიმართება მთელი ქვეყნის მასშტაბით.


 

ლიკა დევდარიანი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3379
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია