საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ქართული ღვინის მე-3 ეროვნული კონკურსის დაჯილდოება სასტუმრო „რუმსში“ გაიმართება
2016/10/02 08:00:41

საქართველოს სომელიეთა ასოციაცია, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის მე-3 ეროვნული კონკურსის საზეიმო დაჯილდოებას 2016 წლის 2 ოქტომბერს, 16:00 საათზე, სასტუმრო „ თბილისი რუმსში“ გამართავს.


დაჯილდოების ცერემონიაზე სერტიფიკატები გადაეცემათ თბილისის ღვინის სკოლის კურსდამთავრებულებს; რამდენიმე-საფეხურიან გამოცდებში, მათ შორის — საერთაშორისო WSET-ში წარმატებული კურსდამთავრებულები კი საზეიმოდ გაწევრიანდებიან საქართველოს სომელიეთა ასოციაციაში სომელიეების და ასისტენტ-სომელიეების სტატუსით. დაჯილდოებაზე, ასევე, ასოციაციის მიერ დაწესებული „ქართული ღვინის ორდენის“ კავალრები გამოვლინდებიან.


საქართველოს სომელიეთა ასოციაცია „ქართული ღვინის ეროვნულ კონკურსს“ მესამე წელია, ატარებს.  კონკურსი წელს 17 ნომინაციას აერთიანებს და მასში საქართველოში მოქმედი ყველა მსხვილი ღვინის წარმოება მცირე მარნები მონაწილეობს. ჟიურის წევრები პროფესიონალი ენოლოგები და სომელიეები და „სახალხო ჟიურის“ საზოგადოების წარმომადგენლები არიან.


„ქართული ღვინის ორდენი“ საქართველოს სომელიეთა ასოციაციამ 2014 წელს დააარსა და ყოველწლიურად 3 ადამიანს გადასცემს ქართული მევენახეობა-მეღვინეობის განვითარებასა და პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 10582
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია