დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
კვირეულის ფარგლებში ღვინის ფესტივალს მარნეულმაც უმასპინძლა
2016/09/30 06:34:22

ქართული ღვინის კვირეულის ფარგლებში, ქალაქ მარნეულში, როგორც ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის არქეოლოგიურ ცენტრში, ღვინის ფესტივალი გაიმართა.


საზეიმო ღონისძიებას სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების ხელმძღვანელი პირები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ. 


ღვინის ფესტივალი სოფლის მეურნეობის მინისტრმა გახსნა. როგორც ლევან დავითაშვილმა განაცხადა, მისასალმებელია, რომ წელს ღვინის დღე მარნეულში პირველად აღინიშნება. კარგი იქნება, თუ ღონისძიება ტრადიციულ სახეს მიიღებს და მომავალში მარნეულის გარდა, ქვემო ქართლის სხვა მუნიციპალიტეტებშიც გაიმართება.

მინისტრი და სხვა სტუმრებმა ფესტივალის მონაწილე მარნების ღვინოები დააჭაშნიკეს. მათ შორის, "თამარის მარნის" ქვევრში დაყენებული "შარდონე"- თი დაინტერესდნენ და წარმატებებიც უსურვეს.

 

(R)

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 7475
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია