დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
საარჩევნო გარემო ქუთაისში
2016/09/29 14:38:05

ოპოზიციური პარტიის მაჟორიტარები ირიბ ზეწოლასა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე საუბრობენ

 

ქუთაისში წინასაარჩევნო პერიოდი,  შეიძლება ითქვას, რომ საკმაოდ მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. ყოველშემთხვევისთვის, მაჟორიტარობის კანდიდატები სკანდალური განცხადებებით   ბრიფინგებსა და კონფერენციებს არ აწყობენ. მაგრამ მაინც აღნიშნავენ, რომ გარემო კანდიდატებისათვის არათანაბარია. თუმცა, სიტყვა არათანაბარსაც სხვადასხვა პარტიასთან მიმართებაში აქვს სიმძიმის სხვადასხვა ფორმა. უფრო მეტიც, ხანდახან - სხვადასხვა  შინაარსიც. 


,,ირაკლი ალასაინია თავისუფალი დემოკრატების“ ქუთაისის მაჟორტარობის კანდიდატი ლელა სებუა ამბობს, რომ ყოველ დღე რამდენიმე შეხვედრა აქვს დანიშნული, ამომრჩეველს მშვიდ ვითარებაში ხვდება და პროვოკაციებს ადგილი არა აქვს.

,,რომ ვთქვა, რომ რაიმე ტიპის სიძნელეებია, ასე არ მახსენდება, მთავარი, რის გამოც საარჩევნო გარემო არის არათანაბარი - ფინანსებია, რაც, რა თქმა უნდა, ქმნის სხვადასხვა პრობლემებს.“ - აცხადებს ლელა სებუა.

საარჩევნო გარემო მეტ- ნაკლებად თანაბარია ,,პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხს“ ბლოკის გირჩელი მაჟორიტარობის კანდიდატისთვის, თემურ ცამციშვილის თქმით, არის ზეწოლის გარკვეული შემთხვევები. ადამიანები, რომლებიც დასაქმებულები არიან სახელმწიფო სტრუქტურებში განიცდიან ირიბ ზეწოლას.


ირიბი ზეწოლის კონკრეტულ შემთხვევებს ბატონი თემური არ ასახელებს, ამბობს, რომ აღნიშნული შესახებ მონაცემები ცენტრალურ ოფისს აქვს და თუ საჭირო იქნება, ის გაასაჯაროებს.

,,პატრიოტთა ალიანსის“ ქუთაისის საარჩევნო შტაბის უფროსი თემურ ხურციძე პარტიის საქმიანობის ხელისშემშლელ ფაქტებზე საუბრობს.

თემურ ხურციძე: ,,რამდენიმე დღის წინ მოვიდა დასუფთავების სამსახური და გვითრა, რომ ელექტრო ბოძებზე გაკრული პლაკატები ჩამოგვეხსნა,  რატომ უნდა ჩამოვხსნათ? პირველად ,,ოცნებამ“ გააკრა ბოძებზე პლაკატები, მოგვცენ მაგალითი, ჯერ მათ ჩამოხსნან და მერე ჩამოვხსნით ჩვენ.


გუშინ კიდევ ოფისს წყალი ჩაუჭრეს, არადა ტრენინგი გვქონდა, 200 მდე ადამიანი იყო იმ დღეს მოსული, ბოლოსდაბოლოს საპირფარეშოთი ხომ უნდა ესარგებლათ? მართალია, დღეს უკვე აღდგენილი გვაქვს წყალი, მაგრამ რა მიზეზით ჩაჭრეს ვერ გვეუბნებიან, რამდენიმე თვეა, უკვე ოფისი დაქირავებული გვაქვს, წყლის ფულს ვიხდით და ახლა გაარკვიეს რომ, როგორც ორგანიზაციას,  სხვა ტარიფი გვეკუთნოდა?

პრობლემა გვქონდა შენობის დათმობასთან დაკავშირებითაც, გვინდოდა შეხვედრა ოპერის თეატრში გაგვემართა, თუმცა, მაშინ უარი გვითხრეს, იმ მიზეზით რომ შენობაში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა, არადა ზუსტად იმ დღებში ოპერაში რამდენიმე ღონისძიება გაიმართა. სხვა კონკრეტულ ზეწოლის ფაქტებზე მე პირადად ინფორმაცია არ მაქვს, ჩვენი პარტიის მაჟორიტარები დადიან შეხვედრებზე და ისეთი არაფერი უთქვამთ“.

რესპუბლიკელი ნატო ქათამაძე, რომელიც  ქუთაისის #48 მაჟორტარულ ოლქში იყრის კენჭს, ყოვედღიურად უამრავ შეხვედრას მართავს.


,,ვერ ვიტყვი, რომ შეხვედრებში ვინმე ხელს მიშლის, პირადად ჩემთვის ძალიან პოზიტიურია მოსახლეობათან შეხვედრები. თუმცა, ხელიუფლება იყენებს ადმინისტრაციულ რესურსს, როცა არჩევნებამდე 10 დღით ადრე  მუნიციპალიტეტის შენობაში მართავ უფასო სამედიცონო შემოწმებებს, რა თქმა უნდა, კანონდარღვევა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაა. თუ ადამიანს სჭირდება სამედიცინო შემოწმება ის მიდის არა მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში, არამედ სამედიციო დაწესებულებაში.“ - ამობობს ნატო ქათამაძე.

ყველაზე მწვავედ საარჩევნო გარემოს ნაციონალები აფასებენ. მაჟრიტარობის კანდიდატის გია თევდორაძის პიარი ქეთი დეისაძე ამბობს, რომ გარემო  არათანაბარია.

,,დავიწყოთ შეკრების ადგილიდან, როცა შეხვედრა გვიდნოდა, არ დაგვითმეს ოპერის თეატრი. ცოტა ხნის წინ ქართულ გერმანულ ცენტრში გვსურდა გერმანელი სტუმარის მიღება, გვინდოდა სტუდენტებთან შეხვედრა, თუმცა, ცენტრმა უარი გვითხრა.

ღიად და დაუფარავად იყენებენ ადმინისტრაციულ რესურსს, თავიათ შეხვედრებსა და ყრილობებზე ბაღების გამგეები დაჰყავთ, იყენებენ ტრანსპორტის სამსახურის მარშუტკებს.

ჩვენს მომხრეებს და კოორდინატორებს ემუქრებიან,  შეხვედრებზე ძალიან ბევრი ხალხი მოდის, მაგრამ როგოგორც კი კამერას ჩავრთავ ხალხი თავს გვარიდებს. მოდიან და გვეუბნებიან, თქვენი მომხრე ვართ, მაგრამ ჩვენი შვილები საჯარო სამსახურში მუშაობენ და გვეშინია დაფიქსირებისო.

ასე რომ ეს არის ყველაზე არათანაბარი გარემო, რაც კი როდესმე ყოფილა.“


,,ბრწყინვალე“ - ასე ერთი სიტყვით აფასებს სახელისუფლებო კანიდიდატი გენადი მარგველაშვილი  საარჩევნო გარემოს. ის თვლის, რომ ასეთი კარგი საარჩევნო გარემო საქართველოში არ აქამდე ყოფილა.

ახლა არ არის 2012 წელი როცა შეურაცყოფილი ადამიანები დაირაზმენ, ქართული ოცნება არის უალტერნატივო, ამიტომ ჩემი კონკურენტების საუბარი ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასა და ირიბ ზეწოლაზე არის წინასწარ თავის დაზღვევა, მათ იციან, ვინ გაიმარჯვებს ამ არჩენვებში, ამიტომ წიასწარ იზღვევენ თავს.“ - აცხადებს გენადი მარგველაშვილი.


ერთი სიტყვით, საარჩევნო გარემოს შეფასების შკალის ნულ წერტილთან ნაციონალები დგანან, ბრწყინვალების მწვერვალთან ,,ოცნება“,  დანარჩენი პარტიები შიგა სივრცეში არიან განლაგებულები, თუმცა,  შკალაზეც ადგილები ნებისმიერ დროს შეიძლება, გადანაცვლდეს. არჩევნებამდე ორ კვირაზე ცოტა ნაკლები დარჩა.

 

მაკა ჩინიჯიშვილი  


სტატია ქვეყნდება პროექტის „გაცნობიერებული არჩევანიდემოკრატიის ფუნდამეტი“ ფარგლებში.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 4023
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია