დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ენების ევროპული დღე და ქართული ანბანი იტალიაში
2016/09/28 02:32:01


26 სექტემბერი ენების ევროპული დღეა. ევროკომისიის გადაწყვეტილებით, ენების ევროპული დღე წელს რომის საბავშო მუზეუმ "explora"- ში მოეწყო. ზოგადად, იგი 2001 წელს ჩამოყალიბდა და მასში ყოველწლიურად მრავალი ქვეყანა იღებს მონაწილეობას. ეს ის დღეა, როცა მთელი ევროპა ზეიმობს კულტურულ და ლინგვისტურ მრავალფეროვნებას და ყველა ასაკის ადამიანს მოუწოდებს ენების შესწავლისაკენ. 


წელს ევროპის ქვეყნებთან ერთად, საქართველო თავისი უნიკალური ანბანით წარსდგა. ეს ლამაზი და საინტერესო დღე იტალიაში საქართველოს საელჩოს და რომში არსებული სახელოსნო -"მწყემსის სახლის" ორგანიზატორობით შედგა. 


საქართველოს საელჩოს უფროსი მრჩეველი - სოფო ქარცივაძე უშუალოდ ესწრებოდა ამ დღეს, მან ჩვენთან საუბრისას აღნიშნა:"ევროპული ენების დღე იმართება ევროკავშირის ეგიდით. ევროკავშირის წარმომადგენლობამ რომში, წელს განსხვავებული ფორმატით შემოგვთავაზა მისი აღნიშვნა. იმიტომ, რომ განკუთვნილ იყო ბავშვებისთვის. ეს აქტივობა უნდა ყოფილიყო შემეცნებით-გასართობი. ამასთანავე დაკავშირებული ქართულ ენასთან და ანბანთან. ამისთვის საჭირო იყო, მოგვეფიქრებინა რაიმე განსაკუთრებული ბავშვებისთვის... დღევანდელი დღე ძალიან მაშტაბურია და ითვალისწინებს 1200 ბავშვის მონაწილეობას. მონაწილე ბავშვების ასაკი 3_დან 12 წლამდე არის განსაზღვრული. ჩვენ შემთხვევაში კი მონაწილეობას მიიღებენ 8 _ დან 12 _მდე ასაკის მოზარდები. იმისთვის, რომ მათთვის საინტერესო ყოფილიყო ქართული ანბანის გაცნობა, გადავწყვიტეთ, ანბანთან ერთად, გვესწავლებინა ტრადიციული ქართული ტექნიკა. დავუკავშირდიათ "მწყემსის სახლის " სახელოსნოს. მათი თანადგომით, მოვიფიქრეთ ამგვარი თამაში, რომ პატარებს გაეკეთებინათ პატარა თექის ნამუშევრები და ქართული ანბანის გამოყენებით დაეწერათ საკუთარი სახელის პირველი ასობგერა. ამგვარად, მათთვის საინტერესო და გასართობი იქნებოდა, თუ როგორ ხდება ამ ქსოვილის გამოყენება, დამუშავება ".


ასევე გავესაუბრეათ " მწყემსის სახლის " დამფუძვნებელს ცისანა ქოთილაიძეს - "ერთი წელიც არ არის რაც გაიხსნა რომის სამრევლოსთან არსებული "მწყემსის სახლი" არქიმანდრიტ იოანეს (ხელაია) თანადგომით. ამ ხნის მანძილზე "მწყემსის სახლი " ქართველ ემიგრანტებს ასწავლის თექის ხელობას. 


ევროპული ენების დღესთან დაკავშირებით "მწყემსის სახლმა" თავის გუნდთან ერთად ( ხათუნა კიბაბიძე, თეონა გრიგოლაშვილი, მირანდა დოლაბერიდძე, ფატი ბოჭორიშვილი, თამარ სიხარულიძე, ეკა ცაბაძე.)წარადგინა ქართული ანბანი ანუ ქართული დამწერლობა. რისთვისაც უდიდეს მადლობას ვუხდით საქართველოს საელჩოს.


დღეს იყო პირველი ექსპერიმენტი (გამოფენების გარდა), რომ ასე ფართოდ საზოგადოებისთვის სხვა კუთხით ეჩვენებინა თავისი სახე "მწყემსის სახლს". დღევანდელი დღე კი ამის შედეგია . ვფიქრობ ძალიან ნაყოფიერი და საინტერესო დღე გამოვიდა. განსაზღვრული იყო, რომ ქართულ კუთხესთან 96 ბავშვს უნდა მიეღო მონაწილეინა 8 _ დან 12 წლამდე. მაგრამ ინტერესმა გადააჭარბა და 120 ბავშვს ვუმასპინძლეთ. გამონაკლისიც დავუშვით და მონაწილეობა მიიღეს 5 - 6 წლის ბავშვებმა. ყველა ბავშვი დასაჩუქრდა მის მიერ შესრულებული ნამუშევრებით. იყვნენ მსურველებიც, რომ მომავალში უკეთ გაეცნონ და შეისწავლონ თექის ხელობა. "


თვით "მწყემსის სახლის " სამხატვრო ხელძღვანელმა გუნა ქოთილაიძემ გვითხრა, რომ _ "მისი მიზანი და მოვალეობაა ხარისხიანად, მაღალ დონეზე შეასწავლოს ქართველ ემიგრანტებს თექის ხელობა. მინდა სახელოსნოს ყავდეს მაღალ კვალიფიცირებული ჯგუფი , რომელიც მომავალში ბევრ საინტერესო საქმეებს გააკეთებს."


2016 წლის 26 სექტემბერი ისტორიულ დღედ შეიძლება ჩაითვალოს. უძველესი ტრადიციული თექის კულტურა, ისტორიული უნიკალური ქართული ანბანი ერთმანეთს შეერწყა და მისი ორიგინლობით აღაფრთოვნა XXI საუკუნის ევროპა.

 

მირანდა დოლაბერიძე

სპეციალური კორესპონდენტი იტალიაში

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 4144
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია