საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
არჩევნები2016
შალვა კიკნაველიძემ აფხაზეთის ომში დაღუპული ზესტაფონელი გმირების ხსოვნას პატივი მიაგო
2016/09/27 13:59:36

"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ზესტაფონის მაჟორიტარობის კანდიდატმა შალვა კიკნაველიძემ აფხაზეთის ომში დაღუპული ზესტაფონელი გმირების ხსოვნას პატივი მიაგო.

 

კანდიდატმა დაბა შორაპანში  ზაზა გაჩეჩილაძის და გრიგოლ მეგრელიშვილის საფლავები გვირგვინით შეამკო და ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.  

 

"მოვედი რათა პატივი მივაგოთ იმ ადამიანების ხსოვნას, რომლებმაც სიცოცხლე ჩვენი ქვეყნის ერთიანობას  შესწირეს. მათი ოცნება ერთიან ძლიერ საქართველოზე აუცილებლად ახდება. ეს ჩვენი ახალგაზრდების, მომავალი თაობის ვალია. ვიმედოვნებ, ასეთი დღეები  საქართველოში აღარ იქნება. თითოეული ჩვენგანის ვალია, პატივი მივაგოთ დაღუპულების ხსოვნას, მადლობა ვუთხრათ და მოვეფეროთ დაღუპულთა ოჯახის წევრებს" - განაცხადა ზესტაფონის მაჟორიტარობის კანდიდატმა შალვა კიკნაველიძემ.

 

(R)

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1990
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია