დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
დღე ავტომობილის გარეშე
2016/09/22 15:26:49

22 სექტემბერს „დღე ავტომობილის გარეშე“ - საერთაშორისო დღე აღინიშნა. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო შეუერთდა ორგანიზაცია ,,საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ ინიციატივას და საზოგადოებას კამპანიაში  ჩართულობისკენ მოუწოდა.


აქციის ფარგლებში, რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიიდან ფეხით მოსიარულეთა და ველომოყვარულთა მსვლელობა გაიმართა, რომელშიც გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა ევროკავშირის ელჩთან საქართველოში იანოშ ჰერმანთან, მინისტრის მოადგილეებთან და სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად მიიღო მონაწილეობა. მსვლელობა თავისუფლების მოედნის გავლით ვარდების მოედანზე დასრულდა, რომელიც მუსიკალურმა ბენდმა „დრამ სქულმა“ გააფორმა.


„დღე ავტომობილის გარეშე“  2000 წლიდან აქტიურად აღინიშნება ევროპასა და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში და მიზნად ისახავს ქალაქის ცენტრალურ უბნებში ნაკლები კერძო ავტომობილის მოძრაობით გარემოს მოფრთხილებასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას.


მოქალაქეები ამ დღეს თავს იკავებენ პირადი ავტომობილით სარგებლობისგან, გადაადგილდებიან ფეხით ან იყენებენ ალტერნატიულ და ჯანსაღ ტრანსპორტს - ველოსიპედს ან საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და სხვა საშუალებებს.


აქციას ქალაქ თბილისის მერიასთან ერთად,  შინაგან საქმეთა სამინისტრო, “საქართველოს ველოსპორტის ეროვნული ფედერაცია”, “ეკო-ტრანსპორტი”, “ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია”, “პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის”, “საქართველოს საავტომობილო ფედერაცია” „მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები- საქართველო“  შეუერთდა. ასევე, აქციის მხარდამჭერია სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერია“.

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 13787
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია