საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
იცოდე შენი უფლებები!
სახელმწიფო პროექტის ფარგლებში შესრულებული საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების საფასურის ანაზღაურების წესი
2016/09/20 09:42:14

ამ რუბრიკაში "იცოდე შენი უფლებები!", პერიოდულად შემოგთავაზებთ საზოგადოებისათვის საინტერესო კითხვებზე პასუხებს, სხვადასხვა თემატიკის მიხედვით. ამჯერად რუბრიკის თემაა "მიწის საკუთრება"


1. კითხვა: როგორ მოვამზადოთ და წარვადგინოთ სასოფლო-სამეურნეო მიწის  საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზები ?

პასუხი: კანონმდებლობით დადგენილი ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული  პირი, უფლებამოსილია მოითხოვოს მიწის ნაკვეთის მის საკუთრებად პირველადი რეგისტრაცია ან/და რომელსაც მოპოვებული აქვს საკუთრების უფლება საკუთრების ობიექტზე დაუზუსტებელი სახით, მიმართავს ამზომველს, მასთან აფორმებს წერილობით ხელშეკრულებას, რის შემდეგ მზადდება მიწაზე შესაბამისი საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი.

შემდეგ ეტაპზე მიწის რეგისტრაციის მიზნით დაინტერესებული პირი კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტების გარდა, სსიპ საჯარო რეესტრს წარუდგენს:

) ამზომველთან გაფორმებულ შესაბამის ხელშეკრულებას;

) შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელ მიღება-ჩაბარების აქტს;

) ამზომველის მიერ გაწეული მომსახურების ხარჯების ამსახველ დოკუმენტს;

) ამზომველის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტებს.

 

2. კითხვა: რა ხარჯებს ანაზღაურებს სახელმწიფო?

პასუხი: სახელმწიფოს მხრიდან ანაზღაურება ექვემდებარება ამზომველსა და დაინტერესებულ პირს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული და დადგენილი წესით რეგისტრირებული მიწის აზომვაზე გაწეული ხარჯები, თითოეულ მესაკუთრეზე არაუმეტეს 5 (ხუთი) ჰექტრის ფარგლებში.

 

3.რა ოდენობით განისაზღვრება ამზომველისთვის ასანაზღაურებელი ხარჯები?

პასუხი:ამზომველისთვის ასანაზღაურებელი ზღვრული ოდენობები განისაზღვრება შემდეგი სახით:

) 1,5ჰა-მდე მიწაზეარაუმეტეს ჯამში 80 ლარის ოდენობით;

)1,5 ჰა-დან  5 ჰა-მდე მიწაზეარაუმეტეს ჯამში 100 ლარის ოდენობით.

 

4.კითხვა: რა ხარჯებს არ ანაზღაურებს სახელმწიფო?

პასუხი: ანაზღაურებას არ ექვემდებარება მიწის აზომვაზე გაწეული ხარჯები, თუ დაინტერესებული პირის საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის ან მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწა, რეესტრში დარეგისტრირდა გეოგრაფიულად ერთმანეთის მომიჯნავე ცალკე რეგისტრაციის ობიექტებად.

 

5. კითხვა: რა ვადაში უნდა მოხდეს დაინტერესებული მხარის მიერ განცხადების წარდგენა?

პასუხი:პასუხი: მიწის რეგისტრაციით დაინტერესებულ პირთა მიერ რეესტრში განაცხადის წარდგენის ვადაა არაუგვიანეს 2017 წლის 30 ივნისი.

 

 (R)

 

 

რუბრიკის მომზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის გულუხვი დახმარების წყალობით, რომელიც აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით იქნა გაწეული. შინაარსზე პასუხისმგებელია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ , ის შეიძლება არ ასახავდეს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის, USAID ან აშშ-ის მთავრობის შეხედულებებს.

 

                                 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 10774
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია