დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
გიგლა აგულაშვილი კინჩხის ჩანჩქერსა და ოკაცეს კანიონზე მიმდინარე პროექტებს გაეცნო
2016/09/19 11:55:40

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარესთან, ლაშა  მოისწრაფიშვილთან ერთად, ოკაცეს კანიონსა და კინჩხას ჩანჩქერზე იმყოფებოდა.


მინისტრი კინჩხას ჩანჩქერის ბუნების ძეგლზე დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო. დაცული ტერიტორიების სააგენტო ბუნების ძეგლზე ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობას და ტურიტული ინფრასტრუქტურის მოწყობას გეგმავს. მინისტრი ოკაცეს კანიონზე, ვიზიტორთა ცენტრშიც იმყოფებოდა, სადაც ახალი საგამოფენო დარბაზი დაათავლიერა.


დღესვე, გიგლა აგულავილი ადგილობრივ მოსახლეობასა და მონადირეებსაც შეხვდა და ტყითსარგებლობასთან დაკავშირებული საკითხები განიხილა.   ზამთრის სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებით შეშით მომარაგება; ტყეკაფამდე მისასვლელი სატყეო გზები და სხვა ბუნებრივი რესურსებით სარგებლობა  - ეს იმ საკითხების ჩამონათვალია, რაზეც მინისტრმა ვრცლად ისაუბრა.


გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო აქტიურად მუშაობს ქვეყნის მასშტაბით ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებასა და  ბუნებათსარგებლობის მდგრადი პრინციპების გათვალისწინებით რეგულირებაზე.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 13710
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია