დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
არჩევნები2016
პარტიები ქუთაისში სააგიტაციო მასალებს კანონდარღვევით ავრცელებენ
2016/09/17 01:37:07

პოლიტიკური პარტიების მიერ  საარჩევნო კამპანია აქტიურ ფაზაში შევიდა. თუმცა ამ პროცესშიც ისინი კანონდაღვევებს არ ერიდებიან. სააგიტაციო მასალის არასწორად განთავსება მოქმედი ხელისუფლების მაჟორიტარობის კანდიდატმა დაიწყო. დიმიტრი მხეიძეს მიბაძეს სხვა პარტიიია კანდიდატებმაც და დღეს ქუთაისი ყველა ცენტრალური ქუჩის საგზაო ნიშნები და გარე განათებს ბოძები მაჟორიტარობის კანდიდატების პლაკატებითააა დანშვენებული.

 

შეგახსენებთ, პლაკატებისთვის გამოყოფილი სტენდების უმრავლესობა დღემდე თავისუფალია. დღეს თემაზე მუშაობისას შევესწარით. "პატრიოტთა ალიანსის" მოხალისეები როგორ აკრავდნენ ბახტაძის პლაკატებს. ჩვენ ავუხსენით, რომ ეს კანონის დარღვევაა. მათ კი გვიპასუხეს, რომ უფროსების დავალებას ასრულებენ.

 

საკითხის შესახებ მივმართეთ ქუთაისის მერიას. მერიიის პრესსამსახურმა ჩვენთან საუბარში განაცხადა:ის პარტიები, რომელთა კანდიდატებმაც დაარღვიეს კანონი, მიიიღებენ გაფრთხილებას პლაკატების ჩამოხსნასთან დაკავშირებით. დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, საქმე გადაეცემა სასამართლოს, პარტიის დაჯარიმების მოთხოვნით.

 

შეგახსენებთ, რომ ჯარიმის ოდენობა შეადგენს მიზერულ 50 ლარს. როგორც ჩანს, არც ერთ პარტიას არ უღირს ამ თანხის გამო კანონის პატივისცემა, ან მერის ბრძანება უბრალოდ არც წაუკითხავთ. ჩვენ ყურადღებით დავაკვირდებით მოვლენების განვითარებას

 

ამ დროისთვის კანონი დაარღვიეს: "ქართული ოცნების" კანდიდატმა დიმიტრი მხეიძემ, "საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" კანდიდატმა გრიგოლ ბახტახემ, "პაატა ბურჭულაძე- სახელმწიფო ხალხისათვის" კანდიდატმა თემურ ცამციშვილმა და ნაციონალური მოძრაობის კანდიდატმა აკაკი ბობოხიძემ.

 

ლიკა დევდარიანი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3309
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია