დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
არჩევნები2016
ამომრჩეველთა ინფორმირებისთვის საინფორმაციო ვებ-გვერდი www.partiebi.ge ამოქმედდა
2016/09/14 17:11:34

სასტუმრო რედისონ ბლუ ივერია თბილისში გაიმართა ამომრჩეველთა საინფორმაციო ვებ-გვერდის www.partiebi.ge- პრეზენტაცია.


პრეზენტაციაზე მოწვეული იყვნენ პოლიტიკური პარტიების ლიდერები, პარლამენტის წევრები, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების, ცენტრალური საარჩევნო კომისიის, და საქართველოში აკრედიტებული საელჩოების წარმომადგენლები.


www.partiebi.ge NIMD-ის პროექტია, რომელიც 2012 წლიდან მოყოლებული რეგულარულად აქვეყნებს საქართველოს პოლიტიკური პარტიების წინასაარჩევნო შეხედულებებს ქვეყნისათვის მნიშვნელოვან პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებზე. პროექტი საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მიერ არის დაფინანსებული და მიზნად ისახავს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის ხელი შეუწყოს, როგორც პარტიათა პოლიტიკური წინადადებების ფორმირებას, ისე საზოგადოების ინფორმირებას ამ წინადადებების შესახებ.


იმისათვის, რათა ერთის მხრივ, მომხდარიყო კონკრეტული პოლიტიკური ხედვების ფორმირების წახალისება პოლიტიკურ პარტიებში და მეორეს მხრივ, არჩევნებში მონაწილე პარტიათა ხედვები საზოგადოებისათვის მოსახერხებელი ფორმით ყოფილიყო მიწოდებული, NIMD-მა საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს შესთავაზა, მოკლე, ლაკონური პასუხები გაეცათ ქვეყნისათვის აქტუალურ და მნიშვნელოვან 29 საკითხთან მიმართებაში. ყველა პოლიტიკურ პარტიას/ბლოკს თითოეულ კითხვაზე თანაბარი მოცულობის - მაქსიმუმ 250 სიტყვიანი პასუხის გაცემა შეეძლო.


www.partiebi.ge-ის საშუალებით, მომხმარებელს შეუძლია გაეცნოს ცალკეული პოლიტიკური პარტიების/ბლოკების ხედვებს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია თემატურად შეადაროს ერთმანეთს.


ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის (NIMD) დემოკრატიის მხარდამჭერი ორგანიზაციაა, რომელიც მხარს უჭერს დემოკრატიულ რეფორმებს მსოფლიოს 27 სახელმწიფოში. NIMD-იაღმოსავლეთ ევროპის წარმომადგენლობა მუშაობს პოლიტიკური პარტიების ინსტიტუციონალიზაციისა და დემოკრატიზაციის, დემოკრატიის განათლებისა და დემოკრატიული რეფორმების მხარდასაჭერად რეგიონში.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3131
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია