დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
არჩევნები
საპარლამენტო არჩევნებზე ორი ეგზით პოლი ჩატარდება
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2016/09/12 14:19:11

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ეგზით პოლები სამ კერძო ტელეკომპანიასთან ერთად ჩაატაროს 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე.

ცალკე ეგზით პოლს გეგმავს ტელეკომპანიარუსთავი 2“; დეტალების შესახებ ინფორმაცია ტელეკომპანიას ჯერ არ გაუვრცელებია.

საზოგადოებრივ მაუწყებელთან ერთად, ოთხი ტელევიზიისგან შემდგარ კონსორციუმში ასევე შედიანიმედი“, „მაესტროდა GDS – ეს უკანასკნელი ყოფილი პრემიერმინისტრის ბიძინა ივანიშვილის შვილის საკუთრებაა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაწყვეტილება სხვა ტელეკომპანიებთან დაჯგუფების თაობაზე  რამდენიმე არასამთავრობო, მათ შორის მედიის უფლებების დამცველმა  ორგანიზაციამ გააკრიტიკა, რომელთაც გააფრთხილეს, რომ ეს ნაბიჯი ზიანს მოუტანს საზოგადოებრივ მაუწყებელს, რადგანაც საქართველოს პოლიტიკურად პოლარიზებულ მედია გარემოში რომელიმე მხარის მიმხრობად იქნება აღქმული.  

 

სამმა კერძო ტელეკომპანიამ – „იმედი“, „მაესტროდა GDS – ერთობლივად დაუკვეთეს ეგზით პოლები TNS Opinion-, ხოლო საველე სამუშაოებს  ქართული კომპანიაგორბიგანახორციელებს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2376
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია