დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
განათლება
"ქუთაისელებს ვერავინ დაასწრო მოპატიჟება" - ალექსანდრე ჯეჯელავა (video)
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2016/09/09 15:25:42

 აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში  რექტორთა საბჭოს განახლებული შემადგენლობის პირველი სხდომა დღეს გაიმართა. შეხვედრას განათლებისა და მეცნიერების ახალი მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა უძღვებოდა. სხდომაში რექტორთა საბჭოს წევრი სახელმწიფო და კერძო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებების 25-მდე ხელძღვანელი მონაწილეობდა. სხდომას ასევე ესწრებოდა  განათლებისა და მეცცნიერების ყოფილი მინისტრი თამარ სანიკიძე. კოლეგიალური და მეგობრული დამოკიდებულებისათვის მას ჯეჯელავამ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.


   „ -მე ვფიქრობ,ვრომ ეს შეხვედრები არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ჩვენი მთავარი ამოცანაა, უმაღლესი განათლების განვითარება. ჩვენ ვაპირებთ, რომ რექტორთა საბჭო თვეში ერთხელ შეიკრიბოს, ვიმსჯელოთ სხვადასხვა საკითხებზე. გადავწყვიტეთ, რომ საბჭო იყოს მოძრავი, ანუ ვესტუმროთ ერთმანეთის უნივერსიტეტებს. რა თქმა უნდა ქუთაისელებს ვერავინ დაასწრო მოპატიჟება და ძალიან გვიხარია, რომ ამ არაჩვეულებრივ უნივერსიტეტში ჩავატარებთ სხდომას - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.


   მინისტრმა გამომცემლობებთან ურთიერთობის საკითხზეც ისაუბრა: „- რამდენიმე დღის წინ მქონდა მათთან შეხვედრა და ვიმედოვნებ, ეს იქნება ჩვენი ახალი მეგობრული და არა კონკურენტული ურთიერთობების დასაწყისი. გამომცემლობები ყველა ქვეყანაში არიან განათლების სისტემის დასაყრდენი და ჩვენს ქვეყანაშიც ასე უნდა იყოს.“


    ჯეჯელავამ ასევე ისაუბრა ეროვნულ სასწავლო გეგმაზე და აღნიშნა, რომ სისტემა მუდმივად საჭიროებს განახლებას, ამიტომ მიმდინარეობს მუშაობა, რათ მალე გვქონდეს ახალი სასწავლო პროგრამა 6-12 კლასებისათვის. გამოეხმაურა თსუ-ს რექტორის არჩევნებს და აღნიშნა, რომ ეს პროცესი ემოციების გარეშე არ ჩაივლის. თუმცა თბილისის სახხელმწიფო უნივერსიტეტი იყო, არის და იქნება მაგალითი, მათ შორის არჩევნების ჩატარებით, კანდიდატთა წარდგენით და აკადემიური საბჭოს ძალიან მაღალი სტანდარტით.


   „- ძალიან მოხარულები ვართ, რომ რექტორთა საბჭო, რომელიც უკვე ორი წელია არსებობს, დღეს გასვლით შეხვედრას მართავს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სხვათა შორის ეს უნივერსიტეტი უკვე მეორედ მასპინძლობს რექტორთა საბჭოს სხდომას, რისთვისად დიდი მადლობა მინდა გადავუხადო რექტორს და ადმინისტაციულ სამსახურს. ჩვენ აქ ჩამოვედით რათა განვიხილოთ უმაღლესი განათლების განვითარების რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი. ერთ-ერთი მათგანი არის მასწავლებელთა მომზადების ერთ წლიანი პროგრამები, რომლებიც პირველად ამოქმედდება საქართველოში და ხელს შეუწყობს ცხოვრების უზრუნველყოფას თანამედროვე ცოდნით აღჭურვილი  კვალიფიკაციური მასწავლებლებით. პროგრამა უკვე აკრედიტირებულია 16 უნივერსიტეტში და დაახლოებით 1000-მდე  მონაწილე დაფინანასდება სახელწიფოს მიერ.“ -განაცხადა  უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების სამსახურის ხელმძღვანელმა ირინე დარჩიამ.


 სხდომაზე იმსჯელეს რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე. მათ შორის, უცხოენოვანი და საერთაშორისოდ აკრედიტირებული პროგრამების განვითარების შესაძლებლობებზე, ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, დაფინანსების სისტემის განვითარების საჭიროებებსა და დუალური სწავლების ელემენტების შემოღებასთან დაკავშირებით. ასევე სახელოვნებო-შემოქმედებით და სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის თავისებურებებზე, მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის ამოქმედებასა და მეცნიერებისა და ინოვაციების თბილისის ფესტივალთან დაკავშირებულ საკითხებზე. მსჯელობა დიალოგის რეჟიმში გაიმართა. შეხვედრა 3 საათი გაგრძელდა.


 

სოფო მანჯგალაძე

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 11805
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია