საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
არჩევნები2016
თემურ ცამციშვილი: "ჩემს პოლიტიკურ წარსულზე საუბარს, ჯობია, აწმყოზე ვილაპარაკოთ!"
ავტორი: ლიკა დევდარიანი
2016/09/07 01:22:19

„პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისათვის“ ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატი თემურ ცამციშვილი ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრა თოკ-შოუს ფორმატში ჩატარდა და ჟურნალისტებს საშუალება ჰქონდათ, შეკითხვები დაესვათ. კითხვა -პასუხი გადაიცემოდა „FACEBOOK LIVE” ით და მასში მაყურებელსაც შეეძლო მონაწილეობის მიღება.


კითხვა-პასუხის დროს მთავარი აქცენტი თემურ ცამციშვილის პოლიტიკურ წარსულზე გაკეთდა . „დიახ, მე ორი წელი ვიმუშავე ადგილობრივ თვითმმართვლობაში და ვთვლი, რომ ეს არ არის ჩემი ბნელი წარსული, რომელიც უნდა დავივიწყო , არამედ ეს არის ჩემი ცხოვრების ნათელი პერიოდი, ამით მე მივიღე უდიდესი გამოცდილება, მე ჩემი გზა ავირჩიე და თუ ორი წელი ვიმუშავე მერიაში, ეს არ ნიშნავს , რომ ვინმესთან ვალში ვარ, ეს ურთიერთობა იყო ორმხრივი, მეც ბევრი საქმე გავაკეთე“.


ჟურნალისტებმა შეკითხვები ასევე დაუსვეს პარტიის საარჩევნო პროგრამისა და საკანონმდებლო ინიციატივის შესახებაც. „ რაც შეეხება ჩვენს პროგრამას, მთვავარი ამოსავალი წერტილი არის ეკონომიკურ ზრდაში. ჩვენი გეგმით მოხდება თანხების რაციონალური განაწლება“.


გაზეთ P.S. ის შეკითხვას : „უახლოესმა პოლიტიკურმა წარსულმა გვიჩვენა, რომ მსგავსმა გაერთიანებებმა არ გაამართლა (ვგულისხმობ ბიძინა ივანიშვილის კოალიციას , რომლიც მალე დაიშალა). არსებობს თუ არა იმის ალბათობა , რომ თქვენი ბლოკიც დაიშალოს და კვლავ დამოუკიდებელი სუბიექტის „გირჩის“ ლიდერად გიხილოთ“


„პოლიტიკაში ყველაფრის ალბათობა არსებობს, ჩვენ გავერთიანდით იდეების გარშემო და არა ფულის, სანამ ამ იდეების ერთგული ვიქნებით, ჩვენი ერთობაც შენარჩუნდება. რამის წინასწარ თქმა ძნელია, თუმცა მე იმედს ვიტოვებ , რომ ეს იქნება გრძელვადიანი პოლიტიკური გაერთიანება“ -  უპასუხა თემურ ცამციშვილმა.


შეხვედრის ბოლოს თემურ ცამციშვილმა განაცხადა , რომ არჩევნდებამდე მედიის წარმომადგენლებთან მსგავსი ტიპის შეხვედრებს კვლავ გამართავს.

 

 

 

                                                            ლიკა დევდარიანი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3573
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია