დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
"საჰაერო ტაქსები" საქართველოში ნოემბრიდან იფრენს
2016/09/06 18:03:46

ნოემბრიდან საქართველოში "საჰაერო ტაქსები" იფრენს. ამ ეტაპზე კომპანია "აჭარა ჯგუფი" ფრენებისთვის ლიცენზიას ელოდება, რის შემდეგაც სხვადასხვა მიმართულებით ფრენებს დაიწყებს, -  ამის შეხსაბ "ბიზნესკონტაქტს" კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ვალერი ჩეხერიამ განუცხადა.  მისი ინფორმაციით, ლიცენზიაზე განაცხადი ცოტა ხნის წინ გააკეთეს და ფიქრობენ, რომ ფრენებს 15 ნოემბრიდან დაიწყებენ. 


კომპანიის მარკეტინგისა და ბიზნესის განვითარების დირექტორი ოთო ბერიშვილი კი აცხადებს, რომ მანამდე სამუშაო პროცესი მიმდინარეობს და საფასო პოლიტიკისა და მიმართულებების შესახებ ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებენ. 


კომპანიას ამერიკიდან უკვე აქვს შეძენილი რვაადგილიანი ე.წ. Beechcraft, კომპანია საფრენ აპარატებს სამომავლოდ მოთხოვნის შესაბამისად დაამატებს. 


ოთო ბერიშვილის თქმით, მსგავს მომსახურებაზე მოთხოვნა არსებობს, თუმცა, მიწოდების გარეშე, ის ვერ გაიზრდება, ამიტომ კომპანიაში იმედოვნებენ, რომ მოთხოვნა "საჰაერო ტაქსებზე“ დროთა განმავლობაში მოიმატებს. 


საჰაერო ტაქსი პირველ ეტაპზე ყაზბეგის, ბათუმის, სვანეთის და სხვა მიმათულებით იფრენს, იქ, სადაც აეროდრომები არსებობს. მსგავსი ინფრასტრუქტურის განვითარებაზე ჯგუფი სამომავლოდ თავადვე იზრუნებს, თუმცა, ამ ეტაპზე დეტალების გახმაურებისგან "აჭარა ჯგუფი" თავს იკავებს.
 სალომე მეცხვარიშვილი
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3617
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია