დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
C ჰეპატიტის წინააღმდეგ ახალი კამპანია დაიწყო
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2016/09/06 14:35:31

საქართველოს მთავრობის  განკარგულებით,საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შესაძლებლობა ეძლევა, ჩაიტაროს უფასო, უსაფრთხო, კონფიდენციალური და მაღალხარისხიანი გამოკვლევა C ჰეპატიტზე, სწრაფი მარტივი მეთოდით.

უკვე მეორე წელია, არაერთი ღონისძიება და აქცია გაიმართა სრულიად საქართველოს ტერიტორიაზე და კამპანია კიდევ და კიდევ უფრო ფართოვდება და ცდილობს მიუახლოვდეს მოსახლეობას, გახდეს უფრო ხელმისაწვდომი მათთვის, ვინც თავად ვერ ახერხებს ლაბორატორიაში მისვლას.

სკრინინგ კვლევების ხელმისაწვდომობისა და კიდევ უფრო ეფექტური და მასიური კამპანიის წარმოების მიზნით, ლ.საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს, ქ.ქუთაისის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის სამსახურის და ქუთაისის მერიის, მუნიციპალური სამსახურების უშუალო მონაწილეობით, ლაბორატორიული მობილური ბრიგადით, ადგილებზე მუნიციპალიტეტებში გასვლით დაიგეგმა და 5 სექტემბრიდან დაიწყო განხორციელება მასობრივი სკრინინგ კამპანიის.

 

ლიკა დევდარიანი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2419
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია