საპარლამენტო არჩევნები 8 ოქტომბერს გაიმართება. საქართველოში შერეული საარჩევნო სისტემა მოქმედებს, რომლის ფარგლებშიც ამომრჩევლები ირჩევენ როგორც პარტიას ან საარჩევნო ბლოკს, ისე კონკერტულ კანდიდატს შესაბამის ერთმანდატიან ოლქში.
150-წევრიან პარლამენტში 73 მაჟორიტარი დეპუტატი ერთმანდატიან ოლქებში აირჩევა; პირველივე ტურში გამარჯვებისთვის კანდიდატმა ხმათა ნახევარზე მეტი უნდა დააგროვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში მეორე ტური უნდა გამართოს ორი საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატს შორის; მეორე ტური, პირველი ტურიდან არაუგვიანეს 25 დღისა უნდა ჩატარდეს.
ამ ბარიერის ადრე არსებული 30%–დან 50%–მდე გაზრდამ ასევე გაზარდა ერთმანდატიან ოლქებში მეორე ტურის შესაძლებლობის შანსები.