"რესპუბლიკურმა პარტიის“ ქალი მაჟორიტარობის კანდიდატები ლევან ბერძენიშვილმა წარადგინა.
„მე უბედნიერესი კაცი ვარ, რომ შემიძლია ეს ცხრა ადამიანი წარმოვადგინო. თავს ვგრძნობ აპოლონის მდგომარეობაში, რომელმაც 9 მუზა წარმოადგინა. ამ მუზების ადგილი არის პოლიტიკაში, ისინი იქნებიან პოლიტიკაში“, - დასძინა ლევან ბერძენიშვილმა.
მისი თქმით, „რესპუბლიკური პარტიიდან“ ქალი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები არიან: ხათუნა სამნიძე - 69-ე ოლქში, ბათუმი; ლელა ებრალიძე - 61-ე ოლქი, ფოთი; ნინო გოგუაძე - 59-ე ოლქი, ოზურგეთი; ნატო ქათამაძე - 48-ე ოლქი, ქუთაისი; თინა ხიდაშელი - 52-ე ოლქი, ზესტაფონი; ირინა გელაშვილი - 43-ე ოლქი, ხაშური; ლია როინიშვილი - 38-ე ოლქი, დუშეთი, ყაზბეგი, თიანეთი; თამარ ხიდაშელი - მე-4 ოლქი, საბურთალო; თამარ კორძაია - 1-ლი ოლქი, მთაწმინდა.